კულტურა

ტვიტერი და ახლა უკვე Tweet.GE

how to grow twitter presence

1 რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია, პირველი შთაბეჭდილება Twitter-ზე არის საშინელი. გაურკვეველი დანიშნულების საიტი, 140 სიმბოლოიანი მესიჯები, ყველა ტვიტერზე ლაპარაკობს და ყველგან ტვიტები ისმის… რაში ჭირდება მსოფლიოს ეს მორიგი სოციალური ქსელის პროვოკაცია? რაში მეყოფა 140 სიმბოლო? რით ჯობია ფეისბუქს?

მთლად ასე მარტივად არ არის საქმე. რამდენიმე წლის წინ, ვინ წარმოიდგენდა, რომ თქვენ გაუგზავნიდით ტელეფონით მესიჯს თქვენს 100 მეგობარს ერთდროულად და შეატყობინებდით რეალურ დროში, მაგალითად, როგორ მოგეწონათ ლუდი რომელიმე ბარში ან რას გრძნობდით იმ მომენტში, როცა საყვარელმა ფეხბურთის გუნდმა გაიტანა გოლი? როგორც მილიონობით ადამიანმა დაადასტურა, თქვენი მეგობრებისათვის, თქვენი ნააზრევები ან ემოციები უფრო საინტერესოა ვიდრე ეს 1 შეხედვით ჩანს.

რა არის ტვიტერი?
რეალურად ვერავინ გეტყვით ტვიტერი რისთვის არის შექმნილი, რადგან უბრალოდ წარმოუდგენელია მისი შესაძლებლობების რაღაც ჩარჩოებში მოქცევა. ფაქტია, რომ იმის შემდეგ რაც ტვიტერზე დარეგისტრირდებით, თქვენ თვითონ გადაწყვეტთ რაში გამოიყენოთ ეს შესანიშნავი საიტი.

1. ტვიტერი – მინი ბლოგი
2. ტვიტერი – თქვენი ბიზნესის, ბლოგის ან უბრალოდ ინტერესის დამხმარე საშუალება
3. ტვიტერი – მიიღე პასუხი დასმულ შეკითხვაზე
4. ტვიტერი – ახალი ამბების სამყარო
5. ტვიტერი – სოციალური ქსელი
6. ტვიტერი – ურთიერთობა დაამყაროთ პლანეტის ყველაზე ცნობილ ადამიანებთან
7. და ა.შ.

როგორც უკვე გითხარით, ეს მხოლოდ ძალიან მცირე ჩამონათვალია, იმ შესაძლებლობების, რასაც გთავაზობთ ეს საოცარი საიტი.

რამდენიმე ცნობილი ექაუნთი ტვიტერზე. (ცნობილი ადამიანის ტვიტერის ექაუნთს, უნდა ქონდეს ესეთი წარწერა) twitterverified

  • ბარაკ ჰუსეინ ობამა: http://twitter.com/BARACKOBAMA
  • ეშტონ კატჩერი: http://twitter.com/aplusk
  • ლედი გაგა: http://twitter.com/ladygaga
  • ელენ ”ნანუკა” დეგენერესი: http://twitter.com/TheEllenShow
  • ჯასტინ ბიბერი: http://twitter.com/justinbieber
  • ჯგუფი ColdPlay: http://twitter.com/coldplay

ყველაზე პოპულარული ადამიანები ტვიტერზე, იხილეთ ამ ბმულზე

თუ დაგაინტერესათ ტვიტებმა, უყურეთ ვიდეოს, სადაც დეტალურად აღწერილია თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს შესანიშნავი სერვისი.

რატომ გახდა ტვიტერი აქტუალური საქართველოში?
დარწმუნებული ვარ საქართველოს ინტერნეტთან რაიმე სახის ურთიერთობის მქონე მოსახლეობის 99%-ს უბრალოდ გაუგია ფრაზები: ტვიტერი, დატვიტე, ტვიტი და ა.შ. მართალია რეალურად ტვიტერი რა არის ძალიან ცოტამ თუ იცის და მით უფრო ცოტა იყენებს მას.

ტვიტერის ჩემი აზრით მთავარი ფუნქცია, რის გამოც ის ძალიან გამორჩეული და კომფორტულია, არის მესიჯები ტელეფონიდან პირდაპირ თქვენს ექაუნთზე. საქართველოში ეს ფუქცია რა თქმა უნდა არ მუშაობდა იმ დღემდე, სანამ კომპანია სინგულარ ჯგუფმა არ დანერგა საქართველოში TWEET.GE-ს სახით. ამის შემდეგ უკვე საკმარისია მესიჯის გაგზავნა ნომერზე 897 89 89 89 და თქვენი ტექსტი დაიპოსტება ქართულად თქვენს ტვიტერის ექაუნთზე. რაც მთავარია, ეს ძალიან მაგარი სერვისი არის სრულიად უფასო.

რა არის ტვიტ.გე?

იხილეთ tweet.ge-ს ტვიტები ამ ბმულზე
იხილეთ tweet.ge-ს ფეისბუქის გვერდი ამ ბმულზე
tweet.ge-ზე დარეგისტრირება შეგიძლიათ ამ ბმულიდან

ამ ძალიან საჭირო სიახლის შემდეგ, უცნაურ ბლოგსაც ექნება რამდენიმე დღეში ტვიტების გვერდი :)

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button