არქივი

გუიჟოუს პროვინციის უცნაური ტომები

1e2a7e3ba0ec
გუიჟოუ არის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. გუიჟოუს სახელწოდება წარმოიშვა უძველესი ჩინური სიტყვისგან Zhou (ჟოუ), რაც ნიშნავს პრეფექტურას. გუიჟოუს პროვინცია შეიცავს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უმცირესობებს ჩინეთში. გაგრძელებაში გავეცნობით რამოდენიმე უცნაურ ტომს

ჩანგჯიაო
1e2a7e3ba0ec

ჩანგჯიაოს ხალხი ცხოვრობს მთებში ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე და მათი რიცხვი 4000 სულს შეადგენს. ერთ ტიპიურ დღეს, ქალებმა შეიხვიეს თავიანთი თმა, თავზე დამაგრებული ხის ნაჭერის გარშემო. ისინი ატარებენ გრძელ რქებს მხოლოდ დღესასწაულებზე და ფესტივალებზე, დეკორატიულ თმასთან ერთად, რომელსაც აკეთებენ ციყვის ბეწვისგან, მატყლისგან და საგვარეულო თმის პატარა ნაჭრისგან. პირველად მათ გააკეთეს რქები თავისი ბუნებრივი თმისგან და შემდეგ შეიხვიეს “დეკორატიული თმით”. ეს თმა აღწევს 2 კილოგრამამდე. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი რაც შეუძლია გადასცეს დედამ ქალიშვილს, ეს არის საგვარეულო თმა. რქების გაკეთების მიზეზი კვლავ გაურკვეველია. სოფლის უხუცესები ამბობენ, რომ ერთ დროს ქალებიც და კაცებიც ატარებდნენ კამეჩის რქებს. ასევე მათი თქმით, ვითომდა რქები გამოიყენებოდა შენიღბვის სახით, როდესაც ისინი ნადირობდნენ

4d129b79cf32

7730a33b0169

მიაო
eebb81554340

რომლის მოსახლეობა 7 მილიონ ადამიანზე მეტია, მაიოს ხალხი ქმნიან ერთ-ერთ უმსხვილეს ეთნიკურ უმცირესობას დასავლეთ ჩინეთში. კულტურა მათში უმაღლეს საფეხურზე დგას. ისინი ცეკვისა და სიმღერის მოყვარულები არიან და გააჩნიათ მაღალგანვითარებული ხალხური ლიტერატურა.

e317da0d5fb8

ტრადიციულად, როცა გოგონა იბადება მისი მშობლები დაიწყებენ ფულის დაზოგვას, რათა მოაგროვონ ლამაზი ვერცხლისფერი ორნამენტები, რომელიც რამოდენიმე კილოგრამს უნდა აღწევდეს. ქორწილის დღეს გოგონა უნდა ატარებდეს ამ ლამაზ ვერცხლისფერ აქსესუარებს, რათა შემატონ მხიარული ატმოსფერო ამ ბედნიერ მოვლენას.

78079fb7f2fd

2b9a807810e5

გეჯია
a56a40cf6cec

ეს ხალხი კლასიფიცირდება მაიოს ქვეჯგუფში. მათზე მწირი ინფორმაციის მიუხედავად, ისინი დახელოვნებულები არიან ბატიკში, იქ ატარებენ ფერად ტანსაცმელს ყოველდღიურად, აგრეთვე სპეციალურად მორთულს ფესტივალებისთვის. ისინი ძირითადად პოლითეიზმის და ანიმიზმის მიმდევრები არიან, საგვარეულო საკუთხევლებს აღმოაჩენთ უმრავლესობის სახლებში. ისინი საუბრობენ გაუგებარ ენაზე მათ გარშემო მცხოვრები თემებისთვის.

50f51285255d

a2182881499d

ბიაშა
a7898ea1063a
ბიაშა (ბაშა) ძალიან განსხვავდება მიაოსგან და მისი ქვეჯგუფის ხალხისგან ტანსაცმლით და ყოველდღიური ცხოვრებით. ისინი, დღესაც, მიჰყვებიან ტრადიციულ ცხოვრებას. ბიაშას მამაკაცები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თმის ვარცხნილობას, რადგან ის წარმოადგენს მათ ვაჟკაცურობას. ანთროპოლოგების მტკიცებით, ეს ვარცხნილობა ბიაშას კაცებში არსებობს ათასობით წელია. ისინი ცნობილნი არიან, როგორც “ცოცხალი ტერაკოტას მეომრები”.

9531b23b816f

ბიაშებს არ აქვთ საწოლი, ამრიგად ისინი იძინებენ იატაკზე. ზოგიერთი უხუცესი ინარჩუნებს ტრადიციულ წესს და მჯდომარე იძინებს. ბიაშას სოფლის ახალგაზრდებს თავისუფლად შეუძლიათ დაკბნენ სიყვარულით. ისინი დღე მუშაობენ, ღამე კი მიირთმევენ სასმელს და მღერიან. ეს არის წესი ბიჭებისთვის, რათა მკლავებში მოიქციონ გოგონები. თუ ეს შემაცბუნებელი აღმოჩნდა გოგოსთვის და არ ჩაეხუტა ბიჭს, მაშინ ხალხი ფიქრობს, რომ გოგო უშნოა.

როდესაც ბიაშას სოფელში ბავშვი იბადება, მშობლები რგავენ დაბადების ხეს, რომელიც იზრდება ბავშვთან ერთად. მშობლები კარგ მზრუნველობას იჩენენ ხის მიმართ, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ იგი წარმოადგენს ბედს მათი ბავშვისთვის. როდესაც ადამიანი კვდება, ჭრიან მის დაბადების ხეს და მისგან აკეთებენ კუბოს მისთვის. დაკრძალვის შემდეგ კიდევ ერთი ხე დაირგვება მის საფლავზე და ჩამოიკიდება ტოტებზე გარდაცვლილის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

3d94bb4419e2

f22e6ab60369

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button