უცნაური

ორივე ხელით ერთდროულად წერენ

Image Hosted by ImageShack.us

ინდოეთის ერთერთი სკოლაში ბავშვებს ორივე ხელით სხვადასხვა ენაზე ერთდროულად წერას ასწავლიან. ლინგვისტურ სკოლაში 72 მოსწავლე შესანიშნავად წერს ერთდროულად ორივე ხელით.

ეს სკოლა 4-8 წლის ბავშვებისათვის 1999 წელს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ აქ მეცადინეობები ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე ტარდება. `ჩვენთან ჩვეულებრივი ბავშვები სწავლობენ. ისინი არა მარტო ორივე ხელით ერთდროულად სხვადასხვა ენაზე წერენ, არამედ სრულყოფილად ეუფლებიან რამდენიმე უცხო ენას. მაგალითად, ერთერთმა მოსწავლემ 6 ენა იცის და ნებისმიერ ორ ენაზე შეუძლია ერთდროულად წერა და ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის~ _ ამბობს სკოლის დირექტორი.

მსგავსი ამბები

Back to top button