TECH & მეცნიერებაკულტურა
მზისგან დამცავი სათვალეები ხისგან
მზისგან დამცავი სათვალეები ხისგან.
მზისგან დამცავი სათვალე დღესდღეისობით არის ერთ-ერთი ყველაზე მოდური აქსესუარი, ის არის არამხოლოდ სასარგებლო, არამედ ორიგინალურიც. თანამედროვე დიზაინერები უფრო წინ წავიდნენ და მათ გამოიგონეს პოპულარული აქსესუარის ხისგან დამზადებული მოდელი.
ხის მზისგან დამცავი სათვალეები შექმნეს კომპანია Qoowl-ის დიზაინერებმა. ისინი ერთი ჩვეულებრივი ხის დაფით ატარებდნენ ექსპერიმენტებს და სრულიად შემთხვევით გამოუვიდათ ესეთი ხის მზისგან დამცავი სათვალეები. სათვალეს მინები არ აქვს, არამედ თქვენ მზისგან გიცავენ ხის დაფები, რომლებსაც აქვთ ჭრილები. მზისგან დამცავი ეს ორიგინალური სათვალე არის სულ რაღაც 14 გრამი.
მოდური დიზაინი და აქსესუარის გარეგნობა ნამდვილად მოეწონებათ ღია და არაორდინალური ნივთების მოყვარულებს.