არქივი

მიწისძვრა

bc37083dcaf5

რა იწვევს მიწისძვრას? ჩვენ ვიცით რომ დედამიწის ქანები არიან დაყოფილნი უზარმაზარ ნაწილებად და ისინი მოძრაობენ

როდესაც ეს მოძრავი ქანები ერთმანეთს დაეჯახებიან ხდება მიწისძვრა. ყოველ წელს ათასობით მიწისძვრა ხდება თუმცა მათგან უმეტესობა შეუმჩნეველი ბიძგებია. ადგილს სადაც მიწისძვრა იწყება ეპიცენტრი ჰქვია. მიწისძვრის შემდეგ ეპიცენტრიდან წამოსული ვიბრაცია მის ირგვლივ ვრცელდება რასაც სეისმური ტალღები ეწოდება. ჩვეულებრ მიწისძვრას შეუძლია გამოიწვიოს ნგრევა მხოლოდ ეპიცენტრის ახლოს. როდესაც მიწისძვრის ეპიცენტრი ოკეანეშია, ოკეანეში წარმოიქმნება დიდი 15 მეტრიანი ტალღები რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობენ ოკეანეზე და შემხვედრ კუნძულებს და გემებს ანადგურებენ. როდესაც ეს ტალღები ნაპირთან მივა წარმოიქმნება ცუნამი.
მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილი ხალხი შეიძლება დაიღუპოს წყლის საკვების ან სამედიცინო მარაგის არქონის გამო. მიწისძვრის მსხვერპლი დამოკიდებულია იმაზე თუ სად და როდის ხდება იგი. სტატისტიკის მიხედვით 500 დან მხოლოდ 1 მიწისძვრა იწვევს ნგრევას.
1556 წელს ჩრდილოეთ ჩინეთში მომხდარმა მიწისძვრამ შეიწირა 830,000 ადამიანის სიცოცხლე-ყველაზე ბევრი მიწისძვრების ისტორიაში. ამ მიწისძვრისას ადამიანებს არ შეეძლოთ რომ გაეზომათ მიწისძვრის სიდიდე. 1935 წელს მეცნიერებმა დაიწყეს რიხტერის შკალის გამოყენება რომ გაეზომათ სეისმური ტალღები. ამ შკალით სერიოზული და დამანგრეველი მიწისძრვა არის 6,5 ბალი ან მეტი.
როგორ შეუძლიათ მეცნიერებს მიწისძვრების წინასწარმეტყველება?
მიწისძვრა არ არის უბრალოდ მიმოფანტული დედამიწაზე. როგორც ზემოთ ვახსენე ისინი ხდება იმ ადგილებში სადაც დედამიწის ქანები ეჯახებიან ერთმანეთს. ერთ-ერთი გზა რომ დაახლოებით მაინც იწინასწარმეტყველო მიწისძვრა არის ის რომ დააკვირდე დედამიწის ქანების მოძრაობას. მაგ: წყლის დონის უეცარი და სწრაფი დაცემა. მიწისძვრამდე რამდენიმე წამით ადრე თქვენ დაინახავთ ხეზე შემომჯდარ ქათმებს, ასევე ამ დროს თევზები წყლიდან ხტებიან, გველები სოროებიდან გამოდიან და სხვა ცხოველებიც უცნაურად იქცევიან. ასევე მიწისძვრის დროს მაგნიტი რკინას არ იზიდავს.
1975 წლის 4 თებერვალს მეცნიერებმა იწინასწარმეტყველეს მიწისძვრა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში და გააფრთხილეს მოსახლეობა რომელიც მაშინვე უსაფრთხო ადგილას გადავიდა იმ საღამოს მოხდა უზარმაზარი დამანგრეველი მიწისძვრა რომლის დროსაც შენობების 90% წამებში მიწასთან გასწორდა. ხალხის გაფრთხილებამ კი 10,000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
თუმცა ამ ამბიდან წლის შემდეგ 1976 წლის 28 ივნისს მეცნიერებს არ გაუმართლათ. აღმოსავლეთ ბეიჯინგში მეცნიერები მსჯელობდნენ მიწისძვირ შესაძლებლობაზე და სწორედ ამ დროს მოხდა მიწისძვრა რომელმლის მსხვერპლი გახდა 695,000 ადამიანი. ეს მიწისძვრა იყო რიხტერის შკალით 7,9 ბალიანი მიწისძვრა.
ძლიერი მიწისძვირ შემთხვევაში სასწრაფოს თანამშრომლები უნდა გამკლავდნენ სამედიცინო პრობლემებს. ამ დროს ყველა მუშაობს იმისათვის რომ გადაარჩინონ გადარჩენილები და დაჭრილებს მოუარონ. ძალიან ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ჩვეულებრივ არ ის ელექტროენერგია, ტელეფონი, წყალგაყვანილობა განადგურებულია და ნაგვითაა მოფენილი მთელი ტერიტორია.
მიწისძვრებს სწავლობს სეისმოლოგია და სეისმოლოგი არის მეცნიერი ვინც აკვირდება მიწისძვრებს. სეისმოლოგებმა ძალიან ბევრი რამ იციან მიწისძვრის შესახებ და მათ აქვთ აღჭურვილობა რომელიც სულ მცირე მიწისძვრასაც კი გრძნობს. სეისმოლოგები დღემდე ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ მიწისძვრის წინასწარმეტყველებას. თუ სეისმოლოგები იწინასწარმეტყველებენ მათ ჩვენ გადავარჩენთ 20,000_მდე ადამიანის სიცოცხლეს ყოველწლიურად.
ადამიანს შეუძლია აკონტროლოს ბევრი რამ მაგრამ ის ვერ აკონტროლებს ბუნებრივ დამანგრეველ მოვლენებს…(ჯერჯერობით :DD)

028424d85199

c061a1cbe691

8f4874636cb3

8b2c05d649f7

LeBron212

jefnkiwef

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button