ნამდვილი ექსტრემალური ფოტო გადაღება. ბრიტანელი ჯონათან გრიფიტსი გახლავთ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს დისტანციური მართვის აპარატები, ხეებსა და ქვებს უკან დამალული ობიექტები. ის ნამდვილი ექსტრემალია. გადაღებებისას სულ რამოდენიმე სანტიმეტრზე იმყოფება საშიშ ცხოველებთან და სიცოცხლის ფასად ქმნის შედევრებს.
32 წლის ფოტოგრაფმა გაუძლო 40 გრადუსიან ყინვებს კანადის ტყეებსა და სტებებში, რათა მოეპოვებინა ამ საშიში ცხოველების ნდობა. ამისათვის ის აჭმევდა მათ საჭმელს, ძირითადად ქათამს, რათა ახლოში მოეტყუებინა ისინი.
სხვათაშორის გრიფიტსმა კამერა სულ რაღაც 2 წლის წინ მიიღო საჩუქრად თავის დაბადების დღეზე საცოლესგან.