არქივი

ყველაზე ძვირფასი მეტალები

d1bf8e849de5
ყველა მეტალი შესაძლებელია გაყო ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში შესაძლებელია შეიყვანო ის მეტალები, რომლებიც არსებობენ ბუნებაში, ხოლო მეორეში კი ისინი, რომლებსაც ღებულობენ ლაბორატორიაში. მიღებული მეტალები უფრო ძვირია ვიდრე ბუნებაში არსებული მეტალი და მათ იზოტოპებს ეძახიან. ჩემს მომდევნო პოსტში მოგიყვებით ყველაზე ძვირფასს მეტალებზე.

ოსმიუმი
d1bf8e849de5
ოსმიუმი ბუნებაში სუფთა სახით არ არსებობს. მას მოიპოვებენ ისეთ მეტალთან შერევით როგორიცაა ირიდიუმი. ოსმიუმი ნაცრისფერ-ცისფერი ფერსაა და საკმაოდ მჭიდროა. ამ მეტალის სუნი საკმაოდ არასასიამოვნოა: ოსმიუმის შედარება შესაძლებელია ნიორთან. 1803 წელს ოსმიუმი აღმოაჩინეს ირიდიუმთან ერთად. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოსმიუმს იყენებენ მედიცინაში. მისი დახმარებით აკეთებენ წამალ კორტოზინს. ასევე ამ მეტალს მცირე რაოდენობით იყენებენ კატალიზატორად. მისი 1 გრამისთვის იხდიან 19 ამერიკულ დოლარს.

პლატინა
06f31f2d70a2
ეს ძვირფასი მეტალი სუფთა სახით არ მოიპოვება, რადგან სხვა მეტალების შედნობით მიიღება. პლატინას იყენებენ საიუველირო ნივთების და სხვა ბევრი რამის დასამზადებლად. პლატინას იყენებენ სტომატოლოგიაში და ასევე იარაღის წარმოებაშიც. ამ ძვირფასი მეტალის ფასი შეადგენს 70 დოლარი 1 გრამი.

როდიუმი
f044a52642d0
ეს მეტალი არის ყველაზე ძვირფასი, რომელიც არსებობს ბუნებაში. როდიუმი არის საკმაოდ ძვირფასი მეტალი, მბრწყინავი, ვერცხლისფერი და აქვს საკმაოდ ძლიერი თვისებები. როდიუმს იყენბენ საავტომობილო წარმოებაში, მისგან ამზადებენ ფარებს და სარკეებს. მას ასევე იყენებენ იუველირიაში. 1 გრამი როდიუმი ღირს 225 დოლარი.

რუთენიუმი
c7d9ed5e37bf
რუსმა მეცნიერმა კარლ კლაუსმა, რუთენიუმი აღმოაჩინა 1844 წელს. რუთენიუმი შედის პლატინის ჯგუფის მეტალების სიაში. მანამ სანამ გამოიყენებ რუთენიუმს, მანამდე ის უნდა დაამუშავო ქიმიურად. ეს ბუნებრივი მეტალი გამოიყენება საიუვლირო წარმოებაში და ასევე ელექტრონიკაში. ასევე რუთენიუმს იყენებენ შესადნობად, რომ სხვა მეტალს აუმაღლდეს სიმაგრე. 1 გრამი რუთენიუმი ღირს 15 დოლარი.

ოქრო
6280e183c9f7
როგორც ცნობილია ოქროს ღებულობენ სუფთა სახით. ეს მეტალი არის ერთგვაროვანი, გამძლე და კოროზიული. ერთი სიტყვით იდეალურად ამზადებენ მისგან საიუველირო ნივთებს, მაგრამ ასევე იყენებენ სხვადსასხვა დეტალების დასამზადებლად. ოქროს ფასი მუდმივად იზრდება და 1 გრამისთვის იხდიან 30-40 დოლარს.

მსგავსი ამბები

Back to top button