TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

რა ხდება დედამიწაზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში?

image

რა ხდება დედამიწაზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში? საინტერესოა, არა? მინდა შემოგთავაზოთ ფოტოსურათებით გადმოცემული ფაქტები, რომელთაც ვერცერთ გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ვერ წაიკითხავთ.

 

image

 

მაშ ასე, ყოველდღიურად დედამიწაზე…

 

დედამიწის 5 კონტინენტზე, 193 ქვეყანაში მცხოვრები 7 მილიარდი ადამიანიდან ზოგს სძინავს, ზოგი იღვიძებს, ზოგიც კიდევ ყოველდღიური ცხოვრების ფერხულშია ჩართული და მხოლოდ 6 ადამიანი გაიღვიძებს არა დედამიწაზე, არამედ მისგან 415 კილომეტრის დაშორებით, – ისინი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წევრები არიან.

image

ახალ დღეს ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 380 ათასი ახალი სიცოცხლე მოაქვს.

image

 

დაახლოებით 18 მილიონამდე ადამიანი დაბადების დღეს დღესასწაულობს.

image

 

დღევანდელი დღის გათენება არ უხარია 9, 8 მილიონ ადამიანს, რადგან ისინი ახალ დღეს ციხის კედლებში შეხვდებიან.

image

 

დღე-ღამის განმავლობაში მთელ დედამიწაზე დაახლოებით 8, 6 მილიონი მეხი ვარდება. მათგან გამოყოფილი ენერგია სრულიად საკმარისია დიდ ქალაქის გასანათებლად.

image

 

ერთი დღის განმავლობაში მოდის იმდენი ნალექი, რომ რომ წყლის ეს რაოდენობა მთელი დედამიწის მოსახლეობას ეყოფოდა, რომ 1414-ჯერ მიეღო შხაპი.

image

 

ერთი ხე გამოყოფს ჟანგბადის იმ რაოდენობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ორი ადამიანისათვის.

image

 

დედამიწის მცხოვრებთა უმეტესობა გაუდგება სკოლისაკენ, სამსახურისაკენ, სოფლისაკენ და ა.შ. მიმავალ გზას. მთელ პლანეტაზე არსებული გზების სიგრძე 70 მილიონ კილომეტრს აჭარბებს.

image

 

ერთი დღე-ღამის მანძილზე კონვეიერული ლენტიდან 142 ათასი ახალი ავტომობილი ჩამოვა. თუ მათ ერთმანეთის მიყოლებით დავაყენებთ, ისინი დაიკავებენ ბერლინიდან შტუდგარტამდე გზას მთლიანად (512 კილომეტრი).

image

 

სადილის დროა…. აზიის თითოეული მცხოვრები ერთ დიდ ჯამ ბრინჯს შეჭამს, ხოლო საშუალო სტატისტიკური ევროპელი საშუალოდ სულ ერთ ჩაის კოვზს.

image

 

მთელ მსოფლიოში დღეს შეჭამენ დაახლოებით 800 ათას ფორთოხალს

image

 

და ერთ მილიარდ ვაშლს..

image

და კიდევ 1, 5 მილიარდ ბანანს.

image

 

ახლა კი მუშაობის დროა: ჩინელები ერთ დღეში აიღებენ 510 ათას ტონა ბრინჯს,

image

 

მთელ მსოფლიოში მოკრეფენ 1, 7 მილიონ ტონა ხილს,

image

 

ქათმები დადებენ 190 მილიონ კვერცხს,

image

 

ამ კვერცხების წონა იგივე იქნება, რაც 110 სამგზავრო თვითმფრინავის წონა ერთად.

image

 

მსოფლიოში 339 მილიონი ადამიანი იტანჯება სიმსუქნისაგან, მაგრამ სამჯერ უფრო მეტი იტანჯება შიმშილით.

image

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები იყიდიან 570 ათას ტელევიზორს

image

 

და 3, 4 მილიონ ტელეფონს..

image

 

და კიდევ 540 მილიონ გაზეთს.

image

ხოლო ყველაფერ ამას იყიდიან მსოფლიოს 182 სხვადასხვა სახის ვალუტით.

image

 

დედამიწის მოსახლეობა 22 მილიონჯერ ჩაუშვებს წყალს ტუალეტის ჩასარეცხად. წყლის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ კაცობრიობის ნახევარს აბაზანა მიეღო.

image

 

თითო ადამიანი დააგროვებს საშუალოდ 1, 3 კილოგრამ ნაგავს.

image

 

და აი, დგება საღამო…უკვე დროა დავისვენოთ და წიგნი წავიკითხოთ..

არჩევანი დიდია, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გამოდის 2753 ახალი წიგნი.

image

 

თუ ერთ დღეში გამოსულ წიგნებს ერთმანეთზე დავაწყობთ, ეს კოშკი ხეოფსის პირამიდას წვერამდე აწვდება.

image

 

10, 7 მილიონი ადამიანი ფილმს ნახავს კინოთეატრებში.

image

 

231 მილიონი ადამიანი სექსით იქნება დაკავებული.

image

 

დგება ღამე და ადამიანები შუქს აქრობენ. ამ ადამიანების უმეტესობა – ოთხი მილიარდი ცხოვრობს აზიაში და მხოლოდ სამი მილიარდი დანარჩენ ოთხ კონტინენტზე.

image

 

მსოფლიოში 100 მილიონი ადამიანის გვარია ჩანი – ეს ყველაზე გავრცელებული გვარია დედამიწაზე.

image

 

24 საათის განმავლობაში დედამიწის თითოეულმა მცხოვრებმა ერთჯერ ნახა მზის ამოსვლა და ერთჯერ ჩასვლა, კოსმოსში მყოფი იმ 6 ადამიანის გამოკლებით, რომლებიც ამ სანახაობას 16-ჯერ ნახავენ.

image

 

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button