არქივი

“ლუსიტანიის” ტრაგედია

3cbd176587a8

ჩემს წინა პოსტ ტიტანიკის ფაქტებში მომაწოდეს იდეა დამედო პოსტი გემ “ლუსიტანიაზე.” ეს ლაინერი ჩაიძირა 1915 წელს და თითქმის იმდენივე მსხერპლი იყო რამდენიც ტიტანიკზე. დანარჩენი სრულიადში.

ბრიტანულია ლაინერი “ლუსიტანია” წყალში ჩაეშვა 1904 წელს, ხოლო პირველი რეისი გააკეთა 1906 წელს. ის ცნობილი იყო თავისი კომფორტითა და დიდი სიჩქარით. (თითქმის 50კმ/სთ) მან შეასრულა 202 რეისი ატლანტის ოკეანეში. ის რეისებს ძირითადად ბრიტანეთსა და ამერიკას შორის ასრულებდა. 1915 წლის 1 მაისს, “ლუსიტანიამ” დატოვა ნიე-იორკი და გაეშურა ლივერპულისაკენ. გემზე იმყოფებოდა 1959 ადამიანი, მათ შორის 159 ამერიკელი.

მოგეხსენებათ პირველი მსოფლიო ომი იყო და დაძაბული ურთიერთობა იყო გერმანიასა და ბრიტანეთს შორის, ამიტომ იმ დროისათვის საზღვაო მოგზაურობა ძალიან საშიში იყო. ორივე მხარე ცდილობდა ბლოკადა გამოეცხადებინა მოწინააღმდეგისათვის, ხოლო გერმანული წყალქვეშა გემები მუდმივად დაცურავდნენ ბრიტანეთის წყლებში და ცდილობდნენ მტრის გემები ჩაეძირათ.

94b545d04efc

ბრიტანეთს გაფრთხილებული ყავდა ყველა გემი რომელიც მათკენ მიეშურებოდა, რომ არ გამოპარვოდათ გერმანული წყალქვეშა გემები და ურჩევდნენ რაც შეიძლება დიდი სიჩქარით ემოძრავათ და არ ეცურათ პირდაპირ, რათა იოლი სამიზნე არ გამხდარიყვნენ. საუბედუროდ, ნისლის გამო გემს სიჩქარის დაგდება მოუხდა და სულ ერთი მიმართულებით ცურავდნენ.

სამხრე ირლანდიის საზღვრებიდან დაახლოებით 14 მილის დაშორებით, კაპიტანსა და ეკიპაჟს თავში აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ გერმანულ წყალქვეშ აგემ U-20-ს მიზანში ყავდა ამოღებული. დაახლოებით 13:40 წუთზე გერმანულმა გემმა ტორპედო გაუშვა “ლუსიტანიასკენ.” ტორპედო გემის მარჯვენა მხარეს მოხვდა და გემზე დიდი აფეთქება გამოიწვია. თითქმის მაშინვე გემზე მეორე დიდი აფეთქება მოხდა.
ბორტზე ტორპედოს აფეთქების შედეგად აფეთქებული დანიური U-20, რომელიც ნაპირზე გამოირიყა:

b0668231c04f

რამ გამოიწვია მეორე აფეთქება? მოკავშირეების პასუხი ამ კითხვაზე: გერმანულმა U-20-მა გაუშვა 2 ან 3 ტორპედო “ლუსიტანიისკენ.” მიუხედავად ამისა, გერმანელები ჯიუტად იმეორებდნენ, რომ მხოლოდ 1 ტორპედო გაუშვეს გემისაკენ. მათ სჯეროდათ რომ მეორე აფეთქება გემზე დამალულმა საბრძოლო აღჭურვილობამ გამოიწვია. რასაც არ უნდა გამოეწვია, რომ არა მეორე აფეთქება “ლუსიტანია” გადარჩებოდა.

“ლუსიტანია” ძალიან მალე, 18 წუთში ჩაიძირა. მიუხედავად იმისა, რომ გემზე საკმარისი სამაშველო ნავები იყო ყველასათვის, მგზავრების დიდმა რაოდენობამ ხელი შეუშალა ყველა მათგანის წყალში ჩაშვებას. 1959 ადამიანიდან 1198 დაიღუპა. ამხელა მსხვერპლმა მსოფლიო შეძრა.

ამერიკამ დაადგინა რომ მათი 128 მოქალაქე დაიღუპა იმ ომში, რომელშიც ისინი ნეიტრალურები იყვნენ. თავდასხმა გემზე რომელსაც არ გადააქვს საბრძოლო აღჭურევილობა ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ამ ფაქტმა დაძაბა ურთიერთობა ამერიკასა და გერმანიას შორის და ხელი შეუწყო ამერიკის ომში ჩაბმას.

2008 წელს მყვინთავებმა შეძლეს “ლუსიტანიაზე” ჩაშვება რომელიც ირლანდიის სანაპიროდან 8 მილში განისვენებდა. მათ ბორტზე იპოვეს დაახლოებით 4 მილიონი ამერიკული ფირმის “რემინგტონის” .303 შაშხანის ტყვია. გამართლდა გერმანელების დაჟინებული ვერსია რომ “ლუსიტანიას” საბრძოლო აღჭურვილობა გადაჰქონდა და მეორე აფეთქება გემზე არსებულმა საბრძოლო მატერიალებმა გამოიწვია.

საბოლოოდ, გემის 202 მეორე რეისზე დაიღუბა 1198 ადამიანი, ხოლო გადარჩა 761.

P.S. თუ მოგეწონათ შემიძლია დავდო დამატებითი საინტერესო ფაქტები ლუსიტანიის შესახებ :)

მსგავსი ამბები

Back to top button