შეშლილი მსოფლიოს მეხუთე ნაწილი შედგება ორი თემისგან . ეს ნაწილი შეიძლება დასასრული იყოს , რადგან არ ვიცი რამდენი ხანი ვიქნები თბილისში .
მაშ ასე :
პირველი თემაა : ყველაზე სასაცილო და უცნაური სასაცილო საკუთარი სახელები
ამ ბავშვის მშობლები აშკარად “Star Wars”-ის დიდი ფანები არიან . ისეთი დიდი რომ მათ შვილს “რაინდი ჯედაი” დაარქვეს …
ყველაზე თანამედროვე სახელი …
ფრთხილად ! აზიელი ქურდები მოდიან “სუპერმენის შვილი ბეტმენის” წინამძოლობით …
უკომენტაროდ თბილისიდან …
პერუელი აგენტი 007 .
რა არის სასაცილო ? ორჯერ აქვს ჰარვარდი დამთავრებული ..(სურათი გადაღებულია ტაქსიში)
თინეიჯერმა ჯორჯ გარატმა შეიცვალა სახელი და დაირქვა – “კაპიტანი ფანტასტიკა უფრო სწრაფია ვიდრე სუპერმენი , სპაიდერმენი , ბეტმენი , ვოლვერინი , ჰალკი და ფლეში ერთად აღებული”
მეორე თემაა : მინიატურული ქალაქები
პარიზი – ჯერარდ ბრიონმა მუშაობა პარიზის მინიატურულ მოდელზე დაიწყო 15 წლის წინ . 18000 საათის მუშაობის შემდეგ , მან დაამზადა მინიატურული მოდელი პარიზისა . 150000 სტუმარი ყოველწელს ნახულობს პარიზის 50 ნაგებობის პატარა მოდელს . ასევე დგას ეიფელის კოშკი , მასშტაბით 1:130 და 400-მდე ხე .
მადუროდამი – ჰოლანდია – მოდელი გახსნილია მთელი წლის განმავლობაში . ამსტერდამის ტრადიციული სახლების , რამდენიმე ყველის მაღაზიის მინიატურული მოდელი წარმოდგენილია მასშტაბით 1:25 . ასევე შეხვდებით ბაღებს და ყველაზე გრძელ სარკინიგზო ხაზს .
მოსკოვი – იმოგზაურეთ ისტორიაში ამ 400 კვადრატული ფუტის ფართობის მინიატურული მოდელის მეშვეობით . იგი შეიქმნა 1977 წელს . მასზე მუშაობდა 300 ათასი მუშა და აიგო ბოლშევიკური რევოლუცისს მესამოცე წლისთავის აღსანიშნავად . ღირებულება შეადგენს 3 მილიონ დოლარს .
ორიგამის ქალაქი – იაპონელმა ორიგამის სპეციალისტმა 4 წლის მუშაობის შემდეგ შექმნა ულამაზესი და საოცარი ქალაქი .
ჩონგქინგი (ჩინეთის სამხეთ-დასავლეთი) – ქალაქის ხედი აღებული იქნა 2005 წლის 4 სექტემბერს . 892 კვადრატული მეტრი სიგანის მოდელი, რომელიც წარმოადგენს ამ მაღალმთიან ქალაქს , მასშტაბით 1:750, ტრაბახობს მისი სიდიდით .
კბილის საჩიჩქნებით შექმნილი ქალაქი – სტენ მუნრო აშენებს ძალიან ბევრ ცნობილ შენობას მილიონობით კბილის საჩიჩქნით . ეს ქალაქი აიგო 6 წელში , დაიხარჯა 6 მილიონი კბილის საჩიჩქნი და 170 ლიტრი წებო . ახლა იგი მუშაობს ნიუ-იორკის მეცნიერებისა და მედიცინის მუზეუმზე .
სულ ეს იყო … იმედია მოგეწონათ …
გაგრძელება იქნება იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგეწონებათ , ამიტომ დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი , გავაგრძელო შეშლილი მსოფლიოს წერა თუ არა .
იხილეთ –
ნაწილი 1 ,
ნაწილი 2 ,
ნაწილი 3 და
ნაწილი 4
—————————————————————————–
თუ გაგრძელება არ იქნება , ამ სტატიით გემშვიდობებით სექტემბრამდე . იმედია მალე ჩამოვალ ფასანაურიდან კიდევ რომ გავაგრძელო სტატიების წერა :)