არქივი

Mercedes-Benz B-Class-ის ელექტრონული ვარიანტი – BMW i3-ს მთავარი კონკურენტი

76b79eb5463a
Mercedes-Benz B-Class-ის ელექტრონული ვარანტი – BMW i3-ს მთავარი კონკურენტი.
60e22154a740
2014 წლის ზაფხულიდან Mercedes-Benz აპირებს დაიწყოს B-Class-ის ელექტრონული ვერსიების გაყიდვა მასიურად. ვარაუდობენ, რომ ეს ახალი ავტომობილი გახდება BMW i3-ის მთავარი კონკურენტი.
dacd59d7ff96
მსხვილი ევროპელი მწარმოებლები პრაქტიკულად იგნორირებდნენ ელექტრომობილების ბაზარს, რადგან თვლიდნენ, რომ ტრანსპორტის ეს სახეობა არის არაპერსპექტიული, მაგრამ მათ დაიწყეს ნამდვილი ბრძოლა მყიდველების გულების და საფულეების მოსაგებად. მყიდველებს კი სურთ ყავდეთ ისეთი მანქანა, რომელიც იქნება არამხოლოდ სწრაფი და კომფორტული, არამედ ეკოლოგიურიც.
d0c9fa3efb63
დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული ავტომობილი არის BMW i3, მაგრამ მას მალე გამოუჩნდება ძლიერი კონკურენტი Mercedes-Benz B-Class Electric Drive-ის სახით.
de65450602e2
Mercedes-Benz B-Class Electric Drive-ი აღჭურვილი იქნება 177 ცხენის ძალის მქონე ელექტრონული მოტორით. ამ ძრავის წყალობით მანქანას შეეძლება გაიაროს 100 კილომეტრი საათში 7,9 წამში, ხოლო აკუმულატორის ერთი დატენვა ყოფნის, რომ გაიაროს 140 კილომეტრი.
3b8bdc9143ab
ამასთან ერთად ორ საათი საკმარისია, რომ Mercedes-Benz B-Class Electric Drive-მა გაიაროს 100-ობით კოლომეტრი, ხოლო ბატარეის სრული დატენვისთვის საჭიროა სამსაათნახევარი.
7dac503d3276
Mercedes-Benz B-Class Electric Drive-ი გამოვა გაყიდვაში 2014 ზაფხულში. მისი ფასი იქნება 41450 ამერიკული დოლარი, რაც 100 დოლარით ძვირია BMW i3-ის საბაზო კომპლექტაციაზე.

მსგავსი ამბები

Back to top button