არქივი

პრინცესა პოკაჰონტასის სევდიანი ისტორია

943435806c86

ალბათ ყველას აქვს ნანახი უოლტ დისნეის მულტფილმი – პოკაჰონტასი, სადაც ნაჩვენებია ინდიელების ერთ-ერთი ტომის პრინცესა პოკაჰონტასის და ინგლისელი კოლონიზატორი ჯონ სმიტის მშვენიერი სიყვარულის ამბავი.

მაგრამ სინამდვილეში:
პოკაჰონტასის დაიბადა 1595 წელს, დღევანდელი ვირჯინიის შტატის ტერიტორიაზე. მისი მამა იყო ინდიელების 25 ტომის გაერთიანების ძლევამოსილი ბელადი პოჰატანი (ინგლ. Powhatan). პრინცესას ნამდვილი სახელი იყო მოტოაკა, მაგრამ ინდიელების ტრადიციით ეს სახელი მარტო ოჯახის წევრებს უნდა სცოდნოდათ, ამიტომ სხვები მას პოკაჰონტასს ეძახდნენ, რაც “პატარა ანც გოგონას” ნიშნავს.
41233f61a38c
პოკაჰონტასმა პირველად თეთრი ადამიანი მაშინ დაინახა, როდესაც 1607 წელს ინგლისური გემი მიადგა ამერიკის სანაპიროს. პირადად ჯონ სმიტი ოდნავ მოგვიანებით გაიცნო, როდესაც მის ექსპედიციას აერია გზა-კვალი და ტყვედ ჩაუვარდა ინდიელებს. პოკაჰონტასის მამამ ბრძანა მისი ჩაქოლვა, თუმცა ბელადის საყვარელი პატარ პრინცესა პოკაჰონტასი გაიქცა დატყვევებულისკენ და მის გადასარჩენად თავზე შემოხვია ხელები. პოჰატანმა შეიბრალა ჯონ სმიტი და ამიერიდან ის თავის “მეგობრად” და “შვილად” აღიარა. ამის შემდეგ პოკაჰონტასი და ჯონ სმიტი დამეგობრდნენ.

1609 წელს ჯონ სმიტი მძიმედ დაიჭრა დენთის აფეთქების შედეგად და ინგლისში დაბრუნდა, ხოლო პოკაჰონტასს უთხრეს რომ ის მოკვდა.

1610 წელს პოკაჰონტასი გათხოვდა თავის ტომის წარმომადგენელ – კოკოუმაზე. ინდიელებსა და კოლონისტებს შორის ურთიერთობებიც დაიძაბა, ხშირი იყო შეტაკებებიც. ერთ-ერთმა კოლონისტმა – ჩაიფიქრა პოკაჰონტასის მოტაცება, რათა შემდეგ ის გაეცვალა ინგლისელ ტყვეებში და ხორბალში. მან ჩანაფიქრი აასრულა 1612 წელს. მოტაცების შემდეგ პოკაჰონტასი მიიყვანეს ინგლისურ დასახლებაში, სადაც შეისწავლა ინგლისური, გაეცნო ქრისტიანობას და …… გაიცნო ჯონ როლფი (ადგილობრივი თამბაქოს პლანტატორი).
ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ პოკაჰონტასი დააბრუნეს სახლში, თუმცა მან განაცხადა, რომ უყვარს ჯონ როლფი და მასზე უნდა გათხოვება. პოჰატანი და ინდიელები დაეთანხმნენ მის წინადადებას, რითაც საშუალება მიეცემოდათ ზავი დაედოთ ინგლისელებთან. ქორწინებისთვის ერთ-ერთი დაბრკოლება ის იყო, რომ ჯონ როლფი კათოლიკე იყო, ხოლო პოკაჰონტასი წარმართი, თუმცა არც ამას შეუშლია ხელი – პოკაჰონტასმა ქრისტიანულად მოინათლა. ნათლობაზე მან მიიღო ახალი სახელი – რებეკა. პოკაჰონტასს და ჯონ როლფს შეეძინათ 1 შვილი.
1549eedef8f9
ქორწილის შემდეგ დამყარდა მშვიდობა, რაც გაგრძელდა 8 წელიწადი. მშვიდობის დამყარებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის განვითარებასაც. პოკაჰონტასის მეუღლემ გადაწყვიტა თამბაქოს გასაღების ახალი ბაზრების გამოძებნა, მათ შორის ინგლისისაც. ამის გამო 1616 წელს ჯონ როლფი, პოკაჰონტასთან, შვილთან და რამდენიმე ინდიელთან ერთად გაემგზავრა ინგლისში. მათი ინგლისში გამოჩენა იყო სენსაცია. პოკაჰონტასს და ჯონ როლფს აუდიენცია ჰქონდათ ინგლისის მეფე იაკობ I-თან, ასევე ლონდონის უმაღლეს წრეებში. პოკაჰონტასს ყველა იცნობდა როგორც სამეფო სისხლის მქონე ადამიანს და ყველა ეძახდა პრინცესა პოკაჰონტასს. ყველა მოხიბლული იყო პოკაჰონტასის მომხიბვლელობით, ჭკუით, მომიხვრით და უაქცენტო ინგლისურით. ინგლისში ის შეხვდა ჯონ სმიტს.

ინგლისში ჩასვლიდან 7 თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც ჯონ როლფმა მოაწესრიგა თავისი ბიზნესის საკითხები, პოკაჰონტასთან და შვილთან ერთად გადაწყვიტა ამერიკაში დაბრუნება. თუმცა წასვლამდე პოკაჰონტასი დაავადდა ყვავილით, რომელიც ინდიელებისთვის მომაკვდინებელი დაავადება იყო. მალე გარდაიცვალა პრინცესა პოკაჰონტასი. ის იყო მხოლოდ 22 წლის. დაკრძალეს ინგლისში, ერთ-ერთი პატარ ქალაქის სასაფლაოზე.

პოკაჰონტასის გარდაცვალების შემდეგ, ჯონ როლფი დაბრუნდა ამერიკაში, სადაც მეორედ დაქორწინდა, თუმცა 5 წლის შემდეგ პოკაჰონტასის ბიძამ მოკლა ინდიელებთან შეტაკებისას.

2002 წელს დიდ ბრიტანეთში აუქციონზე გაიყიდა ჯონ სმიტის ჩანაწერები, სადაც აღწერილია პოკაჰონტასის ნამდვილ ისტორია.

პ.ს. პოკაჰონტასი იყო პირველი ინდიელი ქალი, რომელიც მოინათლა ქრისტიანად. ეს სცენა გამოსახულია კაპიტოლეუმის ერთ-ერთ როტონდაზე.

მსგავსი ამბები

Back to top button