არქივი

ცნობილი ადამიანების უცნაური გატაცებები

580313c1ff10

ალექსანდრე პუშკინი გატაცებული იყო ფარიკაობითა და ცურვით. იგი ასევე დიდი მოყვარული იყო ცხენების და თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ჯირითს უთმობდა. გარდა ამისა ყოველ დილით პუშკინი ყინულიან წყალს ისხამდა ტანზე და იღებდა დუშს ცივი წყლით, ხოლო ზამთარში იგი ტანს თოვლით იზელდა. პუშკინი წერდა, რომ მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა რუსული სიცივე. მას ასევე ფეხით სიარული უყვარდა. ზოგჯერ მისი სოფლიდან პეტერბურგამდე მიდიოდა სეირნობისას, როცა ამ ორ დასახლებას შორის მანძილი 26 კმს შეადგენს.

0244f1210698

ალბერტ აინშტაინი, XX ს-ის უდიდესი, გერმანელი ფიზიკოსი, სერიოზულად იყო გატაცებული ვიოლინოზე დაკვრით. ასევე მას ძალიან უყვარდა ველოსიპედით კატაობა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ იგი არასოდეს არ იცმევდა, ეზიზღებოდა წინდები. ეს რომ ხალხს არ შეემჩნია იგი ყოველთვის ხმარობდა მაღალ ყელიან ბატინკებს (ქართულად არ ვიცი როგორ არის ბატინკი. დიდი ბოდიში :D )

f97cf536c2e8

ცნობილი რუსი პოლკოვნიკი ალექსანდრე სუვოროვი ბავშვობაში ძალიან გამხდარი იყო და ადვილად ხდებოდა ავად. მაგრამ როდესაც იგი 14 წლის გახდა, ძალიან გაიტაცა ფიზკულტურამ. ამის შემდეგ იგი ავად აღარ გამხდარა და მთელი ცხოვრება ჰქონდა ერთი უცნაური წესჩვეულება. ყოველთვის წვებოდა დასაძინებლად საღამოს 6 საათზე და იღვიძებდა ღამის 2 საათზე. ეძინა მიწაზე. როდესაც დგებოდა აუცილებლად ყვიროდა “ყიყლიყოო” :D ამ შეძახილითვე აძლევდა ნიშანს ჯარისკაცებს შეტევისათვის.

59aa82ce90e2

უინსტონ ჩერჩილი გატაცებული იყო სათამაშო ჯარისკაცების შეგროვებით. მას კოლექცია ჰქონდა რამოდენიმე არმიის. და იგი დიდი სიამოვნებით თამაშობდა თავისუფალ დროს თავისი ჯარისკაცებით. გარდა ამისა მას ღამე მუშაობა უყვარდა, ხოლო დღისით ეძინა.’

99972ccd5b48

გერმანელი კომპოზიტორს ლუდვიგ ვან ბეთხოვენს არ შეეძლო სპორტის გარეშე ცხოვრება. ამინდის მიუხედავად იგი ყოველ დილით დარბოდა. ვენის მოსახლეობა დიდი სიამოვნებით ადევნებდა თვალს, როგორ დარბოდა ცნობილი კომპოზიტორი მოკლე შორტის ამარა ქალაქის ქუჩებში. ბეთხოვენი სანამ მუშაობას შეუდგებოდა თავზე ივლებდა ერთ სათლ ყინულიან წყალს. იგი თვლიდა, რომ ეს ძალიან ეხმარებოდა ტვინს მუშაობაში.

2bec6e68119c

დიდი რუსი ქიმიკოსი დიმიტრი მენდელეევი თავისუფალ დროს ჩემოდნების კერვას ანდომებდა. მისმა მეზობლებმა არც კი იცოდნენ რომ მენდელეევი გენიალური ქიმიკოსი იყო. ისინი თვლიდნენ რომ იგი უბრალოდ ჩემოდნების მკერავი იყო. გარდა ამისა მას ძალიან უყვარდა ჩაის დალევა სამოვარიდან. მას შეეძლო 6-7 ჭიქა ჩაის დალევა შესვენების გარეშე.

bc31dffcffc6

ლევ ლანდაუ გენიალური ფიზიკოსი იყო. იგი არის ნობელის პრემიის ლაურეატი. მისი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი თამაში იყო. იგი პასეანსებს შლიდა. ლანდაუ ყოველთვის ამბობდა, რომ პასეანსის გაშლა ფიზიკას არ გავდა. აქ ფიქრი იყო საჭირო. ასევე მას ჰქონდა უცნაური ჩვეულება. იგი წერდა სასაცილო, სახუმარო ლექსებს.

მსგავსი ამბები

Back to top button