არქივი

mp-44 & ak-47

6f493fa11efc
ყველამ იცის რუსული იარაღი AK-47 რომელიც შექმნა  მიხეილ კალაშნიკოვმა ომის დამთავრების შემდეგ. ყოველი მე-5 იარაღი მსოფლიოში  კალაშნიკოვია. მაგრამ იარაღი რომელზეც მე მოგიყვებით მისი წინამორბედია. MP-45 ან მეორე სახელი სტგ-44. მისი შექმნა დაიწყო ახალი  დიზაინით Polte (მაგდებურგი) შუალედური ვაზნა 7,92 × 33 მმ  სროლების მანძილი 1000 მ, შესაბამისად იქნა წამოყენებული HWaA (ვერმახტის ოფისი )მიერ.  1935-1937  ჩატარდა მრავალი კვლევა, რის შედეგადაც პირველად ტაქტიკური და ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით შემუშავდა იარაღის ახალი ვაზნა , რამაც შექმნა 1938 წელს კონცეფცია მსუბუქი ავტომატური იარაღისათვის, რომელსაც შეეძლო ერთდროულად შეეცვალა არმიაში ტყვიამფრქვევი და ცეცხლსასროლი იარაღები ასევე ახალი ტიპის მჭიდების(მაგაზინი) შემოღებაც.

710282107b79
1938 წლის 18 აპრილს HWaA-მ დადო ხელშეკრულება ჰუგო შმაიზერთან, რომელიც იყო C.G. Haenel (ქ.  თიურინგია) ფირმის მფლობელი, ხელშეკრულება ითხოვდა ს ახალი იარაღის შექმნას, რომლის ოფიციალური დასახელება  იყო MKb (გერმანული Maschinenkarabin – ავტომატური შაშხანა). შმაიზერი, რომელიც ხელმძღვანელობდა იარაღის შემქმნელების ჯგუფზე მიაწოდა HHWaA-ს პირველი ნიმუში 1940 წლის დასაწყისში.ამავე წლის ბოლოს,  იარაღის გამოკვლევებზე  კონტრაქტს აგრძელებს Walther ფირმა ერიჰ ვალტერის ხელმძღვანელობით. იარაღის ახალი ვერსია წარადგინეს  HWaA-ში 1941 წლის დასაწყისში.იარაღმა კუმერსდორფის პოლიგონზე საკმაოდ კარგად გამოაჩინა თავი, მაგრამ მის დიზაინზე მუშაობა მთელი 1941 წელი გასტანა.

884199105bd0
1942 წლის იანვარში HWaA-მ მოსთხოვა მწარმოებელ ფირმას 200 ცალი ახალი ტიპის ავტომატის, ამ იარაღმა მიიღო MKb-42 სახელწოდება. ივლისში,პროტოტიპების ოფიციალური დემონსტრირება ორივე კომპანიამ მოახდინა, რის შედეგადაც HWaA-ს ხელმძღვანელობამ დაამტკიცა რომ იარაღი სრულიად გამართული იყო საბრძოლო ოპერაციებისათვის,იარაღის წარმოება ამავე წლის ზაფხულში დაიწყეს.ამ იარაღის სრული რაოდენობამ ომის პერიოდში 15,000-ს გადააჭარბა. 1945 წელს საბჭოთა არმია ბერლინში შეიჭრა Haenel-ის ფირმაში ნაპოვნი იქნა ახალი ნახაზები.კონსტრუქტორმა მიხეილ კალაშნიკოვმა მიიღო ეს ნახაზები საბჭოთა მართველობისგან და დაიწყო მუშაობა მის შექმნაზე. ხოლო 1947 წელს ავტომატი AK-47 მზად იყო და საბჭოთა შეიარაღებაში ის დღესაც რჩება. თუ სურათს დააკვირდებით შეამჩნევთ მათ მსგავსებებს…

9ca2687c954f

d12551f3be96

jgiba

skype:shotashota741

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button