არქივი

თავისუფლების ქანდაკება

c13b2a9da406

თავისუფლების ქანდაკება

თავისუფლება მსოფლიოს განმანათლებელი (La liberté éclairant le monde), უკეთ ცნობილი როგორც თავისუფლების ქანდაკება, 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტია, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში ჰუძონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა აშშ-ის ასი წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო.

ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბართოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხიმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.

xixani

http://xixani.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Back to top button