TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

უცნაური, სასაცილო და საინტერესო ნივთები

94b000936c37

ამ პოსტში ნახავ უცნაურ, სასაცილო და საინტერესო ნივთებს. შეიძლება ზოგი მათგანის დანიშნულება გაუგებარი იყოს, მაგრამ მაინც სახალისოა :D

1. მკვდარი აბაზანის იხვი
მოგბეზრდათ კლასიკური ყვითელი აბაზანის იხვი? ქალბატონებო და ბატონებო, დღეს აქ შევიკრიბეთ, რომ ღრმა მწუხარებით გაუწყოთ ყვითელი აბაზანის იხვის გარდაცვალება და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ იგი.
94b000936c37

2. მკერდის ხელოვნური ბანჯგვლები
გინდა ნამდვილი მაჩო იყო, მაგრამ ბუნებამ მკერდზე უხვი ბანჯგვლიანი საფარით არ დაგაჯილდოვა? მაშინ ეს ნივთი შენთვის ყოფილა შექმნილი.
27073a8efdd2

3. გიგანტური კალამი
პატარა კალმები განკუთვნილია ისეთი წვრილმანი საქმეებისათვის, როგორიცაა მაგალითად, საყიდი პროდუქტების სიის შედგენა, მაგრამ თუ შენ ისეთ დიდ საქმეებს ხარ შეჭიდებული როგორიცაა ავტოგრაფების გაცემა ან ნოველების წერა, კალამიც შესაბამისი გესაჭიროება.
da5c05784a9b

4. ტვინის მოდელი
ტვინის ნატურალური ზომის მოდელი იდეალურია სტუდენტებისათვის, ვისაც სურს შეისწავლოს ტვინის გარეგანი აგებულება და მის ზედაპირზე გამავალ სისხლძარღვთა ქსელი. სხვათა შორის, ზომბების სატყუარადაც გამოგადგებათ.
1f5c374ac23c

5. კატების საჭმლის სუნიანი საპონი
იბანავე ამ საპნით და დარწმუნებული იყავი, რომ ადევნებული კატების კომპანიაში აღმოჩნდები.
83646ab7ba5a

6. თხევადი საპნის დისპენსერი
უბრალოდ საყვარელი :)))))
c73fb540d7bd

7. სათამაშო ბიბლიოთეკარი
შინდისფერ სამოსში გამოწყობილი ბიბლიოთეკარი თავისი მაგიდით, კომპიუტერითა და პაწაწინა წიგნებით.
872da4305364

8. ქათმის თავი
მაგარი ნიღაბია :))
0cac587a9d66

9. გასაბერი შემწვარი ინდაური
ეს შემწვარი ინდაური ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება, რომ შეიძლება მისი სუნიც კი გეცეთ, მაგრამ უმჯობესია მჭრელ დანებს მოარიდოთ, იმიტომ, რომ….. გასაბერია!
da39737525d5

10. პულტიანი ზომბი
გაიქეცით! დაიმალეთ! სარდაფს შეაფარეთ თავი! პულტის ღილაკს ხელს დააჭერთ თუ არა, ეს ზომბი სიარულს იწყებს :-s
30c8da17db96

მსგავსი ამბები

Back to top button