გართობაუცნაური

მწერები არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით

orchid mantis

● ორქიდეის ჩოქელა ყვავილს ჰგავს
მისი მეცნიერული სახელია Hymenopus coronatus, ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იმავე ტაქსონომიურ ოჯახშია გაწევრიანებული, რომელშიც – ჩვეულებრივი ჩოქელები. თუმცა მას სხვა წევრებისგან გამოარჩევს კამუფლაჟის საოცარი უნარი, რომლითაც ორქიდეას ეხამება, სახელიც აქედან მიიღო. ნოტიო და თბილი ადგილების მოყვარული ორქიდეის ჩოქელა პატარაობაში შავ და ნარინჯისფერ ფერებშია გამოწყობილი, მაგრამ ზრდასთან ერთად ფერები მკრთალდება და გარემოს ემსგავსება. ყველაზე ხშირად მის სხეულს თეთრი და მოვარდისფრო ტონები დაკრავს. სილამაზისა და უჩვეულო კამუფლაჟის გამო ჩრდილოეთ ამერიკაში დიდი პოპულარობა მოიპოვეს და ბევრს სახლშიც ჰყავს, თუმცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა: როგორც ყველა ჩოქელა, ეს არსებაც ძალიან აგრესიული მტაცებელია და ფაქიზ მოპყრობას საჭიროებს.
aphids
● ბარდის ბუგრი ენერგიას ფოტოსინთეზით იღებს
ბარდის ბუგრს, რომელსაც ბიოლოგიურად Acyrthosiphon pisum ეწოდება, ფერმერები ვერ იტანენ, რადგან მისი საკვები დიეტა ძირითადად პარკოსნებისგან შედგება. თუმცა ბოლო პერიოდში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მავნე ჩვევის გარდა მათ ერთი საინტერესო თვისებაც აქვთ. ბარდის ბუგრი სოკოებისგან იღებს კაროტინოიდებს და მათი მეშვეობით მზის ენერგიით საზრდოობს. კაროტინოიდებს გარდაქმნიან ადენოზინტრიფოსფატად (ატფ), რომელიც მოლეკულური ნაერთია და უჯრედებს შორის ენერგია გადააქვს. ამგვარად, მზის ენერგია ორგანიზმის საარსებო ენერგიად გარდაიქმნება. ფაქტიურად, მათ ისწავლეს ფოტოსინთეზი და საკვების გარეშე შეუძლიათ ენერგიის მიღება.

 

chironomid midge
● ქირონომიდები უძლებენ ექსტრემალურ სიცივეს
ეს ქინქლები ძირითადად წყალმცენარეებითა და ბაქტერიებით იკვებებიან და ცნობილი არიან საოცარი ყინვაგამძლეობით. ცხოვრების დიდ ნაწილს ისინი მატლის ფორმაში ატარებენ, შემდეგ კი ერთმანეთის ძებნას იწყებენ შესაწყვილებლად, რაც ხშირად ნულს ქვემოთ ტემპერატურის პირობებში ხდება. ბევრი კვლევა ჩატარდა და მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ იმის დადგენას, თუ როგორ ძლებენ ეს მწერები მუდმივად დაბალი ტემპერატურის პირობებში.

 

fireflies glow
● ციცინათელები მორზეს ანბანით საუბრობენ
ციცინათელები მფრინავი ხოჭოების რიგს მიეკუთვნებიან და ცნობილი არიან მანათობელი სიგნალებით, თუმცა მათ უნიკალურად აქცევს სინათლის გამოყენების სტილი, რომელიც საკმაოდ კომპლექსურია. რეფლექტორულ უჯრედებში არის ფოტოციტები, რომლებიც შეიცავს ცილას სახელად ლუციფერინს, ფერმენტს სახელად ლუციფერაზს და ზემოთ ნახსენებ ატფ-ს. ამ სამის გაერთიანება და ჟანგბადთან რეაქციაში შესვლა წარმოშობს სინათლეს სიცხის გარეშე. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ახერხებენ ამ სინათლის ანთება-ჩაქრობას, თუმცა ცნობილია, რომ მას იყენებენ კომუნიკაციისთვის, რადგან პარტნიორის საპოვნელად საჭიროა ყველაფერი ზუსტად და განსაზღვრულად მოხდეს. ასეთი პატარა მწერისთვის კომუნიკაციის ეს ფორმა საკმაოდ დახვეწილია.

 

habrobracon
● ზოგიერთი კრაზანა რადიაციას უძლებს
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ მწერების მიერ რადიაციისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს. მცდარია გავრცელებული შეხედულება, რომ ჩემპიონები ტარაკნები არიან და ბირთვული აფეთქება მათ არაფერს ავნებს. ამ საკითხში გაცილებით ძლიერები არიან პარაზიტი კრაზანები სახელად ჰაბრობრაკონები. ისინი უძლებენ 180 000 რადს (რადიაციის საზომი ერთეული). შედარებისთვის, ადამიანების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1000 რადია. ამიტომ ბირთვული ომის შემდეგ ადამიანების გარეშე დარჩენილ დედამიწაზე არა ტარაკნები, არამედ კრაზანები იბატონებენ.

 

dung beetle
● ნეხვის ხოჭო თავის წონაზე 1000-ჯერ მეტს წევს
ნეხვის ხოჭო ცნობილია იმით, რომ თავის სახელში აღნიშნული ნივთიერებით იკვებება. ამ სახეობის რქიანი მამრები ძალიან აგრესიულები არიან და როცა პარტნიორს ვერ იყოფენ, ერთმანეთს თავებით ეჯახებიან და რქენენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნეხის ხოჭო უძლიერესი მწერია, ის თავის წონაზე 1141-ჯერ მძიმე საგნებს ძრავს ადგილიდან. კარგად გასააზრებლად გადავიყვანოთ ადამიანის პროპორციებში. ადამიანის საშუალო წონა 70 კგ-ია, ე.ი. მან უნდა აწიოს 80 ტონა ტვირთი.

 

praying mantis
● ჩოქელა თავს 360 გრადუსით აბრუნებს
ჩოქელები მანტიდების ოჯახს მიეკუთვნებიან და განსხვავებით გავრცელებული შეხედულებისგან, მათი ყველაზე ახლო ნათესავები არიან ტერმიტები და ტარაკნები და არა კალიები ან ჭრიჭინები. ჩოქელას თვალები ერთმანეთისგან 180 გრადუსითაა განლაგებული, რაც შეიძლება მოსახერხებელი ჩანდეს, მაგრამ რეალურად ხელს უშლის მას ზოგიერთი რამის დანახვაში. თუმცა ეს დიდი პრობლემა არაა, რადგან ჩოქელას უნიკალური თვისება აქვს – მას შეუძლია თავი 360 გრადუსით შემოაბრუნოს, ანუ მთლიანი წრე გააკეთოს. ამის შედეგად ის გარემოში ყველაფერს აკვირდება, ზვერავს როგორც მტაცებლებს, ისე მსხვერპლებს, ამ უკანასკნელების დაგემოვნებას კი სწორედ თავით იწყებს.

 

flea
● რწყილი სხეულის სიგრძეზე 100-ჯერ მაღლა ხტება
რწყილები მინიატურული პარაზიტები არიან და იკვებებიან ძუძუმწოვართა სისხლით, ყველაზე მეტად კი ცნობილი არიან კატებისა და ძაღლების ბეწვში ფუთფუთით. რაც ამ მწერებს საინტერესოდ აქცევს, არის ის, რომ ძალიან მაღლა ხტებიან. თუკი საშუალო ადამიანი ვერტიკალურ ნახტომში თავისი სხეულის სიგრძის ნახევარს ფარავს, რწყილი 100-ჯერ მაღლა ხტება. მათ ფეხებზე რბილი ბალიშები აქვთ, რომლებიც შედგება რეზილინად წოდებული ცილისგან. ადამიანურ პროპორციებში 1.8 მ სიმაღლის ადამიანს 180 მეტრამდე შეეძლებოდა ახტომა.

 

walking stick insect
● ჩხირულები რტოს ჰგვანან
მოჩვენებისებრნი, იგივე ჩხირულები მწერების რიგია, რომლის წევრებსაც აქვთ წაგრძელებული ან ბრტყელი სხეული. ჩვეულებრივი ჩხირულა (Diapheromera femorata) ცნობილია როგორც ჩრდილოეთ ამერიკის ფოთლისმჭამელი მწერი. მაგრამ ყველაზე გამორჩეული თვისება არა ტყეებისთვის ზიანის მიყენება, არამედ მტაცებლებისგან დამალვის უნარია. მათი სხეული ჯოხს ან რტოს მიაგავს, შესაბამისად თუკი ლაშქრობისას შეჩერდებით და ხეს მიეყრდნობით, მახლობლად გამოზრდილი ტოტი შეიძლება სინამდვილეში ეს უცნაური ქმნილება აღმოჩნდეს.

 

desert locust
● უდაბნოს კალია 30 კმ/სთ-ს ავითარებს
უდაბნოს კალია ერთ-ერთი უსწრაფესი მწერია მსოფლიოში. შეიძლება ზოგისთვის არც ისე სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ უფრო სწრაფებიც არსებობენ, მაგრამ შეიძლება იმით დამშვიდება, რომ უდაბნოს კალია უსწრაფესია მათ შორის, რისი სიჩქარეც სანდო მეცნიერული მეთოდით გაზომილა, ეს მაჩვენებელი კი საათში 20 მილს, ანუ დაახლოებით 32 კმ-ს შეადგენს. მეცნიერები თვლიან, რომ ფრთების უკანა წყვილში არსებული დეფორმაცია ეხმარება მათ, მუდმივად შეინარჩუნონ ოპტიმალური კუთხე, რაც ამცირებს წინააღმდეგობას და ზრდის სიჩქარეს. მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეძლეს ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელიც მსგავსი სტილით იფრენდა. საშუალო ადამიანს ხშირად 1 მილის (1.6 კმ) დაფარვაც კი უჭირს 10 წუთში, ეს კალია კი იგივე დროში 3.3-ჯერ მეტ მანძილს გადის.

 

წყარო : charliuss.com

Back to top button