უცნაური

შავი ალპინისტი

c1005ffeaa31

ლეგენდა შავ ალპინისტზე

ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი ალპინისტი, გარდაიცვალა მთებში გაურკვეველ ვითარებაში და მას შემდეგ მისი სული იმ ადგილს არ შორდება. მის სულს ხშირად ხედავენ მთებში და აღწერენ როგორც კაცის შავ ფიგურას, შავ ტანსაცმელში, რომლის სახის ნაკვთების გარჩევა შეუძლებელია, რადგან შავი ნიღბით აქვს დაფარული. მასთან შეხვედრა მხოლოდ მთებშია შესაძლებელი. ზოგი თვითმხილველი ამბობს რომ შავი ალპინისტი მხოლოდ შორიდან ნახა, ზოგი კი ამბობს რომ მასთან უშუალო კონტაქტი ქონდა და ელაპარაკებოდა მას. არსებოსბ ვერსია რომ ლეგენდა შავ ალპინისტზე მხოლოდ ჰალუცინაციების შედეგია რომელსაც იწვევს მთებში ყოფნისას ჟანგბადის ნაკლებობა.
ძირითადად ამ ლეგენდის სამი სახის ვარიანტი არსებობს:

დამნაშავის ძიებაში

4718ec14d6d0

ამ ვარიანტში ლეგენდა მოგვითხრობს რომ შავი ალპინისტი არის ერთ-ერთი იმ ორი ალპინისტებიდან რომლებიც გაემგზავრნენ მთებში. ზოგჯერ აღნიშნავენ რომ ამ ალპინისტებს შორის იყო რაღაც განხეთქილება მაგალითად უყვარდათ ერთი და იგივე გოგო. როდესაც კლდეზე მიცოცავდნენ ერთერთი ჩამოვარდა და ჩამოეკიდა თოკს რომელზიც მიბმული იყო მეორე ალპინისტზე. ზუსტად არავინ იცის რატომ, თავისი თავის გადასარჩენად თუ იმ განხეთქილების გამო რომელიც მათ შორის არსებობდა, იმის მაგივრად რომ მეგობარი ამოეყავნა მან უბრალოდ თოკი გადაჭრა. ალპინისტის გვამი ვერ იპოვეს.
სწორედ ამ გარდაცვლილის სული გახდა ”შავი ალპინისტი”. ამის შემდეგ იგი დაძრწის მთებში და ცდილობს იპოვოს დამნაშავე მის სიკვდილში. ღამე ის იხედება ალპინისტების კარვებში, ათვალიერებს მათ სახეებს და მიდის. აღსანიშნავია რომ ასეთ მომენტში მისი ნახვა შეუძლებელია, რადგან ის მოდის მხოლოდ მაშინ როცა ყველას ღრმად ძინავს. თუ შავმა ალპინისტმა კარავში შეიხედა და ალპინისტის სახის ნაცვლად მისი ფეხები დაინახა იგი ალპინისტს გარეთ გამოათრევს რათა სახეში შეხედოს. იმ მთებში ბევრი ალპინისტი რომელიც კარავში იძინებს დილით კარვის გარეთ იღვიძებს.

მფარველი

5e159a264ab1

ლეგენდის მეორე ვარიანტი მოგვითხრობს, ალპინისტების ჯგუფის შესახებ რომლის წევრებს შორისაც განხეთქილება ჩამოვარდა და ისინი დაიკარგნენ, გზა აებნათ და სხვადასხვა გზით წავიდნენ, ისინი ერთი მეორის მიყოლებით იხოცებოდნენ. ჯგუფში იყო ერთი ადამიანი რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა ადამიანობა და ცდილობდა რომ ჯგუფის სხვა წევრები ეპოვა გადაერჩინა და ისევ ერთად შეეკრიბა. მაგრამ ბოლოს ისიც გარდაიცვალა, თუმაც სიკვდილის შემდეგაც იგი იმ მთებში დარჩა რათა დაეხმაროს იმ ალპინისტებს.
ამ ვერსიაში შავ ალპინისტთან შეხვედრა კარგის ნიშანია რადგან მას შეუძლია დაგეხმაროს.

პურის საძებნელად…

891c86c96ada

მესამე ვარიანტით ეს არის უბრალოდ მოგონილი ისტორია ახალბედა ალპინისტებისთვის. ახალბედა ალპინისტებს მთებში ყოფნის პირველ დღეებში უყვებიან ასეთ ლეგენდას: ერთერთი ალპინისტი ჩავიდა მთიდან ქვევით რათა ჯგუფის სხვა წევრებისთვის პური ამოეტანა, მაგრამ თოვლში გაიყინა და სახე მზეზე გაუშავდა. მისი სული არ დაწყნარდა და ეხლაც დადის მთებში და ეძებს პურს. ამის შემდეგ ახალბედებს უშვებენ დასაძინებლად და ელოდებიან როდის დამშვიდდებიან და დაიძინებენ. შემდეგ უფროსი ხელებს შავად შეიღებავს შეყოფს კარავში და ხმამაღლა ყვირის ”პური მომეცი”. :D რეაქცია ხო წარმოგიდგენიათ :D

27d35f0a0d17

მსგავსი ამბები

Back to top button