უცნაური

მინდვრის წრეების საიდუმლოებები

33607fdc9df9

ძალიან ბევრს ჩემი წინა პოსტი ნასკას უდაბნოს ნახაზები და მინდვრის წრეები ერთმანეთში ერევა ხოლმე და გადავწყვიტე, რომ ამის შესახებაც დამეწერა (მიუხედავად იმისა, რომ ორივე პოსტი დევს უცნაურზე ორივე არასრული ინფორმაციაა).

ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს პლანეტაზე კვლავ დაიწყო მისტიკური წრეების გამოჩენა. ჩვენთვის ასეთი ფენოვენი ნაკლებად არის ცნობილი, რადგან საქართველოში მსგავსი მოვლენა არასოდეს დაფიქსირებულა, რასაც ვერ ვიტყვით დიდ ბრიტანეთზე. ზაფხულის დადგომისთანავე, ძირითადად, გარეუბანში მცხოვრები ბირტანელები, უჩვეულო მოვლენების მომსწრენი ხდებიან. საქმე ისაა, რომ მათ მინდვრებზე მისტიკური წრეები, იგივე კროპცირკლები (crop circules, crop მოსავალს, ხოლო circule წრეს ნიშნავს) ჩნდება.

ეს ფენომენი, ძირითადად 1970 წლიდან გახდა ცნობილი თავდაპირველად უზარმაზარი ზომის წრეები ინგლისში დაფიქსირდა, თუმცა შემდგომ ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოედო. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ აღმოჩენილი კროპციკლების 90 პროცენტი სწორედ დიდ ბრიტანეთშია დაფიქსირებული. თავდაპირველად მინდვრებზე მცირე ზომის წრეები ჩნდებოდა, მოგვიანებით კი მათ ბევრად უფრო რთული გეომეტრიული ფორმები მიიღეს და მიწის უფრო დიდ მონაკვეთშ იკავებენ. კროპცირკლები ხშირად რამდენიმე მეტრზეა გადაჭიმული. უფრო მცირე ზომის წრეები აღმოჩნდა თოვლზე, ყინულზე, ქვიშაზე… მათი უმრავლესობა ღამით ჩნდება.

სამხრეთ ინგლისში (ეს ადგილი აღმოჩენილი წრეების სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა) კორპციკლები, ძირითადად, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისიდან ჩნდება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. როგორც ჩანს, ეს პერიოდი წრეების “საყვარელი” დროა.
ამ ფენომენის შესახებ დღესაც ცხარე კამათი მიმდინარეობს. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კროპცირკლები ამოუცნობი მფრინავი ობიექტის “ნახელავია”, თუმცა იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ უცხოპლანეტელები რთულ გეომეტრიულ ფიგურებს რამდენიმე საათის განმავლობაში აკეთებენ, პრაქტიკულად არ არსებობს.

აქვე მოვიყვან ერთ საინტერესო ფაქტსაც, რომლის მეშვეობითაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამ საიდუმლოს ახსნას ცდილობდა. 1992 წელს ინგლისის მთავრობას უცნობი ფენომენით შეშინებული და, ამავე დროს, დაინტერესებული მოქალაქეების დასაშოშმინებლად რაღაც უნდა ეღონა. ხელისუფლებას არ სურდა, ამ გაურკვეველ ფენომენში ხალხს რამე მისტიკური დაენახა. სულ მალე მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა ამ წრეების შემქმნელებად ორი სამოც წელს მიღწეული პიროვნება – დოუ და დეივი დაასახელა. რასაკვირველია, ყველაფერი ხალხისთვის თვალის ასახვევი მანევრი იყო.

წრეების საკითხში აღიარებული ექსპერტი და ამ ფენომენთან დაკავშირებული მრავალი ბესთსელერის ავტორი, ამერიკელი კოლინ ენდრულსი აცხადებს, რომ თავად მან 2500 კროპცირკლი შეამოწმა. ჩატარებული “რევიზიის” შედეგად მისთვის ნათელი გახდა, რომ მის კარტოთეკაში დაფიქსირებული შემთხვევების 80 პროცენტი ადამიანის ხელით არის შექმნილი.
“როდესაც ჩემ მიერ მიღებული შემდეგი ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე, ცარეოლოგების (მეცნიერება წრეების შესახებ) დიდი უკმაყოფილება გამოვიწვიე”, – აცხადებს ექსპერტი. თუმცა კროპცირკლთა მეხუთედი მაინც ანომალიას წარმოადგენს, რომელთა “შექმნაში” ადამიან მონაწილეობა ნამდვილად არ მიუჭია.
ამ ფენომენის გულგრილი ვერც ჰოლივუდი დარჩებოდა. კინოშედევრების ქვეყანაში სულ პატარა მოვლენაც კი ეკრანიზაციის გარეშე არ ჩაივლის. რასაკვირველია, გამონაკლისი არც კრიპცირკლები აღმოცნდა. წრეებთან დაკავშირებული უკანასკნელი ფილმი სახელწოდებით “ნიშნები” (The Signs), რომელშიც მთავარ როლს მელ გიბსონი ასრულებს, კომედიასთან ნაზავი ფანტასტიკაა.

წყარო: მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და საოცარი მოვლენები

სურათები: sofo94

მაგრა მიჭედავს კომპიც და ინტიც და სურათების მოძებნას და რადიკალზე ატვირთვას ძაან დიდხანს მოვუდნები ასე, რომ იმედია მაპატიებს წინა პოსტის ავტორი და მასგან გადმოვაკოპირებ.

6e9ed838355d

ccc8a5351458

5e5cd3daf7bd

a8eb1dba59d0

e5de2bf1971b

cdd4f05c9965

7e334d4498d0

486a4aed3ff5

e04b440a9a50

b9b016f98e59

a1b06f98f70c

735a3af10ee0

d489cb0d1992

3d624b8d137f

47caa17120fc

ec13790486d8

6c9831bfafdf

05254d5f7644

8dbeaf73e7d0

78bfdc42655d

b8e1d4fcb620

40e6760e2de9

46f1401f5c1f

294e725a94ea

58927f24f49a

e7d80e6a223d

757e59881335

32d2f644fdb2

3d3b2ae39386

მსგავსი ამბები

Back to top button