კულტურა

ქარის პორტატული ელექტროსადგური

3cc29e263379

ინტერნეტი გადავსებულია ენერგიის განახლებადი წყაროებით და მათი კონცეფციებით და აი წავაწყდი ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო მოწყობილობას, ქარის პორტატული გენერატორი Eolice. ის განკუთვნილია ისეთი გარემოსთვის, სადაც საერთოდ არ არის ელექტროდენი, ან თუ არის მიეწოდება არასტაბილურად. თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ალტერნატიული ენერგიის წყაროდ იქ, სადაც ელექტრობა პრობლემას არ წარმოადგენს. ვნახოთ მოწყობილობის აღწერა და რამოდენიმე ფოროგრაფია

მთავარი პირობა ქარია – ქარის მიმართულება და სიჩქარე შეიძლება უახლოეს მეტეოროლოგიურ სადგურში შევიტყოთ ან ვისარგებლოთ შესაბამისი ფუნქციებით მოწყობილობაზე.

გენერატორის კორპუსი დამზადებული იქნება ნაშირბადის ბოჭკოებისაგან, ასევე კონსტრუქციაში შედის ალუმინის დეტალებიც. მოწყობილობის სიმაღლე შეიძლება ვცვალოთ ტელესკოპის პრინციპით.

და რა თქმა უნდა, ეს გენერატორი შეიძლება დავკეცოთ მისი შემდგომი ტრანსპორტირებისათვის. საბოლოოდ საინტერესო იდეაა, ზომები და კონფიგურაცია არ არის მითითებული პირველწყაროში.

ed11bb07a444

0aae263f93eb

293928e96b90

a834d2bbcbc4

ffefe3ce71d4

წყარო: hi-tech.ge

მსგავსი ამბები

Back to top button