არქივი

დაკორატიული მეყვავილეობა

e5322e207cd9

მსოფლიოში მეყვავილეობა და მებაღეობა იმდენადაა დახვეწილი, რომ ნებისმიერ ტურისტს შეუძლია იხილოს დეკორატიული საოცრებები და დატკბეს ერთგვარი ანსაბლით. ამას დეკორატორები, ბოტანიკოსები და ეკოლოგები აღწევენ გარკვეული ხერხების გამოყენებით. ისინი აპროექტებენ ყვავილების განაშენიანებას, ითვალისწინებენ რა მათ ზრდადობას და ფერთა შეხამებას, ასევე მათ წლოვანებასაც.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს გასაოცარი ბაღები და ხშირია ყვავილთა ფესტივალებიც.

ფესტივალი ნიდერლანდებში
47c5e13b1659

ყოველ წელს, აპრილის მეორე ნახევარში ,ნიდერლანდებში (ჰოლანდიაში) იმართება ყვავილების ფესტივალი, რომლის სანახავად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მილიონობით ტურისტი ჩადის. შემთხვევით არ არის შერჩეული ეს ქვეყანა ფესტივალისთვის. ქვეყნის სიმბოლო ხომ ტიტაა. სწორედ ტიტის და გიაცინტის ყვავილობის დროს იმართება ფესტივალი. და ყვავილთა უცნაური და გასაოგნებელი ნაგებობებით ქალაქში იწყება საზეიმო მსვლელობა, მარშუტი კი საკმაოდ გრძელია – 40 კილომეტრი.

ჰიტსუჯივამა
afe47c670cfb

არანაკლებ აღტაცებული დარჩება ტურისტი იაპონიაში, ჰიტსუჯივამას მონახულების შემდეგ. ესაა ყვავილების მთა, ბაღი აგებულია პარტერის სტილში და დაფარულია საკურას მსგავსი ყვავილებით. თავად იაპონელები ბაღს შიბა საკურას უწოდებენ.

საოცრებას წარმოდგენს ის რომ ბაღში შეხვდებით მხოლოდ ორი ფერის ყვავილებს: ვარდისფერსა და თეთრს, მაგრამ მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის შეგრძნებას იძლევა ის, რომ გამოყენებულია ამ ორი ძირითადი ფერის რვა ტონალობა.


ბუკინგემფშირში

140206dd9916

ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული ბაღი არის ბუკინგემფშირში. ეს აღორძინების ხანის ფრანგულ სტილში აშენებული ბაღია, რომელიც იყო როტშილდების ქალაქგარე რეზიდენცია. ვიქტორიანული ბაღები წელიწადის ნებისმიერ დროს ლამაზია. ბაღი მე-18 საუკუნის ნატიფი ხელოვნების ნიმუშია. გამოყენებულია თითქმის ყველანაირი დეკორატიული ელემენტი. გარდა ამისა ბაღში არის ასევე არაბესკა, რომელსაც ახლა ნაკლებად იყენებენ. ეს არის კლუმბის ერთ-ერთი სახე, ოღონდ შედარებით პატარა ფართობზე. ბაღში წააწყდებით პატარ-პატარა ქანდაკებსაც რომელიც უხდება ბაღის ინტერიერს და მთლიანად ჯდება კონტექსტში.

მაინაუ
ac3fa29ee0c4

ffef5c2bdf25

მაინაუ ეს არის ყვავილების კუნძული, რომელიც მდებარეობს ბოდენსკის ტბაში გერმანული ქალაქსის კონსტანცას მახლობლად.კუნძული დაფარულია საოცარი მცენარეებით. რომლის მოვლაზეც ზრუნავდა გამოცდილი მებაღეების რამდენიმე თაობა. ძნელი წარმოსადგენია რომ დედამიწზე არსებობს ამგვარი საომოთხე. ბაღი მოფენილია ქვის ბილიკებით, რომლის ნაპირები დამშვენებულია ყვავილებისგან შექმნილი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებით. ქვის კონსტრუქცია არ იწყევს არაბუნებრიობის შეგრძნებას. შეგვიძლია ვთქვათ რომ არის ალპური ფლორა. საინტერესოდ არის შერწყმული ცოცხალი და არცოცხალი ბუნება. თუმცა ბაღი მცირე ფართობზეა გაშენებული.

ჰიტაჩი
e5589ada16e5

იაპონიაში იმართება ყოველწლიური ფესტივალი ჰიტაჩის სახელით. ამ მდელოს შეგვიძლია ვუწოდოთ ცა დედამიწაზე. მიწაზე მოფენილია ტიტა,ნარცისები, ყაყჩოები, შროსანები და რასაკვირველია ნამოფილი (ამერიკული უკვდავა). ფესტივალის მეორე სახელწოდებაა ნემოფილების ჰარმონია. ჰიტაჩი კი ქართულად განთიადს ნიშნავს.

მსგავსი ამბები

Back to top button