არქივი

რამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე?

c9109ae58848

ბევრი რამ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, მაგრამ არის რაღაცეები, რომელთა შესახებ ჩვენ არ ვიცით და გაუცნობიერებლად ვავნებთ ჩვენს ჯანმრთელობას. ქვემოთ ჩამოთვლილია 10 მათგანი, გაეცანით და ეცადეთ , რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა გართულებები, გისურვებთ ჯანმრთელობას. 

10. პოპკორნის ჭამა

c9109ae58848

ფილმის ყურებისას პოპკორნის ჭამა ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ აღმოჩნდა , რომ ეს საზიანოა ადამიანისათვის. სიმინდის მარცვლები ადვილად ეჩხირება კბილებში, რაც იწვევს ინფექციას და სხვა უფრო სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის კბილის ჩამომტვრევას და კიბოსაც კი. სტომატოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ კბილები გაქვთ ართუ ისე კარგ მდგომარეობაში, მაშინ პოპკორნის ჭამამ შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

9. წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება

139d601c3da1

წყლის დალევა – ამაში საზიანო თითქოს არაფერი არ შეიძლება იყოს. სინამდვილეში კი წყლის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ორგანიზმს დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს. თუ ადამიანი ძალიან დიდი რაოდენობით წყალს მიიღებს, ამან შეიძლება ადამიანის სიკვდილიც გამოიწვიოს. ამ დაავადებას უწოდებენ ჰიპერგიდრატაციას და ეს საკმაოდ საზიანოა. ზიანი არ მოგადგებათ თუ თქვენ უბრალოდ ისვენებთ სახლში, მაგრამ თუ დარბიხართ, ან ვარჯიშობთ სიცხეში და თან სვამთ დიდი რაოდენობით წყალს, მაშინ ფრთხილად იყავით. პრობლემა იქმნება იმის გამო, რომ აღადგენთ წყლის რაოდენობას ორგანიზმში, მაგრამ ამ დროს არ აღადგენთ აუცილებელ ელექტროლიტებს, ისეთები როგორიცაა ნატრიუმი, ამან კი შეიძლება სერიოზული დისბალანსი გამოიწვიოს ორგანიზმში. ამის თავიდან აცილების მარტივი მეთოდია ვარჯიშის დროს სპერცმენებისათვის განკუთვნილი სპეციალური სასმელების დალევა, რომლებიც აღადგენენ არა მარტო წყალს თქვენს ურგანიზმში, არამედ ელექტროლიტებს, რომლებიც თქვენ დაკარგეთ. თუ თქვენ სახლში ხართ, მაშინ თქვენთვის კალიუმის დონის შევსება შეიძლება ბანანით, ხოლო წყალთან რეკომენდებულია რაიმე მლაშეს მიღება.

8. ტეფლონით დაფარული საგნები

9e0e2edf4c0f

ტეფლონი გახდა პოპულარული, იმის გამო, რომ მას არაფერი არ ეკვრის, თუმცა ის უსაფრთხო ნამდვილად არ არის. თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ ტეფლონი არ იწვევს კიბოს, ის მაინც საშიშია. უფრო მეტიც ტეფლონი ნაპოვნი იქნა ადამიანების სისხლში, აგრეთვე მტვერში, საკვებში, წყალში იმ ადამიანების, რომლებიც მოიხმარენ მას. როცა ტეფლონი ცხელდება გარკვეულ ტემპერატურაზე, მისი საფარიდან გამოიყოფა ტოქსიკური ქიმიკატები, რომლებიც ადამიანებში იწვევენ გრიპით დაავადების მსგავსს მგომარეობას. ტეფლონმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დარღვევა ცხოველებში და გამოიწვიოს კიბოთი დაავადება. მიუხედავა იმისა, რომ მეცნიერები ბოლომდე არ არიან დარწმუნებული მის მავნებლობაში, შედეგი გამოიყურება არც თუ ისე დამაიმედებლად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამერიკელთა უმეტესობაში ორგანიზმში არსებობს ტოქსიკური ქიმიკატების რაღაც რაოდენობა.

7. მზისაგან დამცავი კრემი

e8c7fbaf2449

მზის კრემი, რომელიც გვიცავს ჩვენ მზის რადიაციის მავნე ზემოქმედებისაგან , ამავე დროს შეიცავს საშიშ ინგრედიენტებს, რომლებიც ხდის მას არანაკლებ არასასარგებლოს, ვიდრე მისი ალტერნატივა – კანის მზით დამწვრობა. ბევრმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს მავნე ქიმიური ნივთიერებები ზრდის კანზე სიმსივნის განვითარების შანსს, აგრეთვე არღვევს სხეულის ჰორმონალურ ბალანსს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენს სხეულისათვის აუცილებელია მზის სხივების გარკვეული რაოდენობაც, იმისათვის, რომ მან მიიღოს ჩვენთვის აუცილებელი ნივთიერებები. აგრეთვე ორგანიზმს არ სჭირდება მზის ქვეშ დიდი ხნით ყოფნა და ამ ბალანსის დაჭერა საკმაოდ რთულია. ზოგიერთი ექიმები გვირჩევენ, რომ მზის კრემის წასმის წინ 10 წამით ვიყოთ მზის ქვეშ და რა თქმა უნდა საგულდაგულოდ უნდა შევარჩიოთ კრემი, რათა არ შევიძინოთ ისეთი, რომელიც შეიცავს ტოქსინებს.

6. ლიმონმჟავა

034c12090fed

რა თქმა უნდა ზოგიერთი ნატურალური ლიმონმჟავას შემცველი პროდუქტი სასარგებლოა ჩვენთვის, მაგრამ თვით მჟავა მავნეა ჩვენი კბილებისათვის. სტომატოლოგების მტკიცებით მჟავა უერთდება კბილის ემალს და შლის მას, რაც ცუდად აისახება პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ვერიდოთ უნდა არა მარტო საკვებს რომლებიც შეიცავს ლიმონმჟავას, არამედ თუ თქვენ დალევთ რაიმეს ლიმონმჟავას შემცველს ის მაინც შეუერთდება ემალს და დაიწყება თქვენი კბილების ბუნებრივი დაცვის დაშლის პროცესი. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ უალკოჰოლო სასმელები, რომლებიც არ შეიცავენ შაქარს ამ მხვრივ არიან ყველაზე უფრო საზიანო კბილებისათვის და მათ უნდა ვერიდოთ.

5. პრესირებული ხის მასალა

05d76fedae8a

ფორმალდეგიდი – ნატურალური უფერო ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა დარგში – დაწყებული კოსმეტიკიდან, დამთავრებული კბილის პასტამდე და სხვა სრულიად ჩვეულებრივ ნივთებში. მისი ერთერთი მთავარი გამოყენება ხდება პრესირებილი ხისაგან დამზადებულ ნაკეთობებში, ავეჯის დამზადებისას და სახლების გასაწყობად. ფორმალდეგიდი იყენებენ მასალების დასაკავშირებლად, ასე რომ მისი ნახვა შეიძლება სხვადასხვა წებოებში, განსაკუთრებით იმათში, რომლებსაც იყენებენ მრეწველობაში. თუმცა მეცნიერებს ჯერ კიდევ არ ჩაუტარებიათ საკმარისი გამოკვლევები ამ თემაზე, ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ის არის კონცეროგენული და იწვევს ჯანმრთელობის მოკლევადიან პრობლემებს.

4.ნაფტალინი

6129c7d73e7c

ნაფტალინის ბურთები გამოიყენება მთელს მსოფლიოში, როგორც საშუალება ტანსაცმლის და სხვა ნივთების დასაცავად მავნებლებისაგან , განსაკუთრებით ჩრჩილისაგან. ისინი შეიცავენ პესტიციდებს, რომლებმაც უნდა მოკლან მავნებლები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი ბურთების ინგრედიენტები მავნებელია, განსაკუთრებით ბავშვებისათვის და საერთოდ ნაფტალინი აკრძალულია ზოგირთ ქვეყნებში. ნაფტალინი შეიცავს სხვა მავნებელ ინგრედიენტებსაც, რომლებიც წარმოადგენენ ინსეკტიციდებს და რომელთა შესუნთქვა და ორგანიზმში მოხვედრა არ შეიძლება. თქვენ უბრალოდ დასუნავთ ჩრჩილის საწინააღმდეგო ნაფტალინის ბურთებს, თქვენს ორგანიზმში უკვე მოხვდება მისი ინგრედიენტები. როგორც ადრე ავღნიშნეთ ეს ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშია და თუ ისინი შემთხვევით გადაყლაპავენ ნაფტალინის ბურთებს, აუცილებლად უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

3. უცხიმო რძე

0e887c3c6b31

ბევრი თვლის, რომ უცხიმო რძე არის ვიტამინების მიღების საუკეთეო საშუალება და არა მისი ცხიმი, მეცნიერები კი თვლიან, რომ უცხიმო რძე სარგებლობით ახლოსაც ვერ მივა ჩვეულებრივ რძესთან. ამის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ როცა რძეს აცლიან ცხიმს, მასთან ერთად იკარგება ვიტამინებიც. ხოლო რძეში ხვდება სინთეთიკური ნივთიერებები, რომლებიც ნამდვილად არაა სასარგებლო. იმის გათვალისწინებით, რომ ცხიმები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს და აქედან გამომდინარე მცირდება ინფარქტის რისკი, უმჯობესია დალიოთ ჩვეულებრივი რძე.

2. ძუნძულით სირბილი

f23a1480a935

ალბათ ეს იქნება საკამათო პუნქტი, ვინაიდან ამ ფაქტს ბევრი არ დაეთანხმება, მაგრამ ძუნძულით სირბილი, სასარგებლოა მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვის შედეგად. სხვა შემთხვევაში ძუნძულით სირბილი ძალიან საზიანოა. თუ ადამიანი სწრაფად დარბის ან დარბის ძალიან გრძელ დისტანციაზე ძუნძულით, ის ზრდის არტრიტის და სხვა პრობლემების განვითარების შანსს. მაგრამ ძუნძულით სირბილით დროს ნამდვილი პრობლემა არის ის , რომ ბევრი დარბის მყარ ზედაპირზე, როგორიცაა ბეტონი, რაზედაც ჩვენი ორგანიზმი არაა შეგუებული და ეს ცუდად მოქმედებს კიდურებზე და განსაკუთრებით მუხლებზე. მთავარი გაფრთხილება არის ის, რომ თუ თქვენ გაქვთ ზედმეტი წონა, ძუნძულით სირბილის დროს თქვენ ძაბავთ მუხლებს და კიდურებს და უმჯობესია უბრალოდ იაროთ, სანამ არ დააგდებთ წონას.

1. კომპიუტერი

c513fa974c83

აი ზუსტად ეხლა, თქვენ ზიხართ კომპიუტერთან და კითხულობთ ამ პოსტს, ეს კი ძალიან საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. ჯგუფმა, რომელიც მუშაობდა გარემოს დაცვაზე, აღმოაჩინა , რომ ბევრი კომპიუტერი და მონიტორი შეიცავს ტოქსიკურ მტვერს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ნევროლოგიური დაზიანებები. უფო მეტიც, გამოკვლევების თანახმად, დღეში კომპიუტერთან სამ საათზე მეტ ხანს ჯდომის პროცესი ამცირებს სიცოცხლის ხანგძლივობას სამი წლით. თუ ვილაპარაკებთ უფრო კონკრეტულად კომპიუტერის შესახებ, თუ როგორ ვზივართ და ვბეჭდავთ, ის ცუდად აისახება ხერხემალზე, მკვეთრი სინათლე მოქმედებს თვალებზე და კლავიატურაზე მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს ხელების ეგრეთწოდებული ტუნელის სინდრომი. ექიმები გვირჩევენ ყოველი საათის, საათნახევრის შემდეგ წამოვდგეთ, გავიმართოთ და დავასვენოთ თვალები.

 

მსგავსი ამბები

Back to top button