არქივი

სანტა კლაუსი

1555ea0ffb64

სანტა კლაუსი, ასევე ცნობილი როგორც წმ. ნიკოლოზი, კრის კრინგლი ან უბრალოდ სანტა, არის ლეგენდარული ფიგურა ბევრ დასავლურ კულტურებში, რომელსაც მოაქვს სახლში საჩუქრები ს კარგ ბავშვებთან, გვიანი საღამოს ან შუაღამის განმავლობაში, შობის ღამეს, ან ნიკოლოზობაზე, 6/19 დეკემბერს.

ლეგენდის ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ბაზისი წმ. ნიკოლოზზე თქმულ ჰაგიგრაფიულ ზღაპრებში. თითქმის იდენტური მოვლენა ხდებოდა ბიზანტიაში, 1 იანვარს, ბასილ კეისარის  დღესასწაულზე: ხალხი ერთმანეთს უცვლიდა საჩუქრებს.

თუ ადრე წმ. ნიკოლოზი აღწერილი იყო ხატებზე ეპისკოპოსის ტანსაცმელში, დღეს სანტა კლაუსს გამოსახავენ როგორც, თეთრ წვეროსან კაცს, რომელიც ატარებს წითელ ქურთუკს და შარვალს, თეთრი ბეწვებიანი კანტებით, შავი ტყავის ქამრითა და ჩექმებით. ეს სურათი პოპულარული გახდა აშშ-სა და კანადაში მე-19  საუკუნეში კარიკატურისტ ტომას ნასტის წყალობით. ამ სურათის გავრცელებას ხელი შეუწყვეს სიმღერებმა, რადიომ, ტელევიზიამ და ფილმებმა. ერთერთი სანტასთან ასოცირებული ლეგენდა ამბობს, რომ იგი ცხოვრობს შორეულ ჩრდილოეთში, მიწაზე სადაც მუდმივად თოვლია. ამერიკული ვერსია სანტა კლაუსისა ამბობს, რომ მას სახლი აქვს ჩრდილოეთ პოლუსზე, ხოლო ბრიტანელები კი ამბობენ რომ სანტა კლაუსი, მისი ცოლი მისის კლაუსი, უთვალავი მაგიური ელფი და ცხრა მფრინავი ირემი ცხოვრობენ ლაპლანდიაში. სხვა ლეგენდა კი მოგვითხრობს, რომ სანტა აკეთებს მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ბავშვთა სიას მათი ქცევის მიხედვით. მას მოაქვს: სათამშოები, ტკბილეული და სხვა საჩუქრები კარგი ბიჭუნებისა და გოგონებისთვის, და ზოგჯერ კი ნახშირი ცელქი ბავშვებისთვის.

სანტა  დღესასწაულს ამთავრებს დიდი ზარზეიმით ლაპლანდიაში, თავის ცოლთან, ელფებთან და ირმებთან ერთად.

მომიტევეთ, თარგმნის დროს ცოტა სხვანაირი ენით ვწერ ხოლმე :)

00f8816f0b0c b386acffbd29

473075fa828e

926d46488f7b

მსგავსი ამბები

Back to top button