არქივი

მერაბ მამარდაშვილი

ac0a06e9e2ef

მერაბ მამარდაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1930 ― გ. 25 ნოემბერი, 1990) — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972).

დაიბადა გორში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის “ვოპროსი ფილოსოფიი” მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.

1987-1990 წლებში მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) გავლენის მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.

2001 წლის მაისში თბილისში გაიხსნა მამარდაშვილის ბიუსტი (ძეგლის ავტორი: ერნსტ ნეიზვესტნი).

e384eacbb7b6

ბიბლიოგრაფია

  • “აზროვნების ფორმები და შიგთავსები” (1968)
    “სიმბოლო და ეჭვი” (ა.მ. პიატიგორსკთან ერთად, იერუსალიმი, 1982)
    “რაციონალიზმის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები” (1984)
    “როგორ მესმის ფილოსოფია” (1990)
    “კარტეზიანული განსჯანი” (1993)
    “კარტეზიანული ვარიაციები” (1997)
    “შემეცნების ისარი” (1997)
    “ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში” (1997)

ბავშვობა

მამა, კონსტანტინე (კოტე) მამარდაშვილი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი იყო. ამიტომ ქვეყნის სხვადსხვა მხარეში უხდებოდა სამსახური და ცხოვრება. იმჟამად, მერაბის დაბადების დროს, გორში მსახურობდა.

დედა, ქსენია პლატონის ასული გარსევანიშვილი დიასახლისი გახლდათ. იგი შვილების უზადო აღმზრდელი და ერთგული მეუღლე იყო.

ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კოტე მამარდაშვილს ცოლ–შვილი გორიდან თბილისში გადმოჰყავს. ბინას აძლევენ უნივერსიტეტის წინ, ჭავჭავაძის N 24–ში. მერაბი სწავლას აგრძელებს თბილისის N 14 სკოლაში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული მოაზროვნე იყო, არ აკმაყოფილებდა მიღებული ცოდნა. მუდამ ძიებაში მყოფს, უჭირდა იმის პოვნა, რაც მის მოუსვენარ სულს და ცნობიერებას დააკმაყოფილბდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1949 წ. მერაბი თბილისში ტოვებს დედას და დას, იზას და თვითონ მოსკოვს მიემგზავრება, სადაც მამამისი ბ–ნი კოტე იმყოფებოდა იმჟამად.

4bf1bf12eb04

სტუდენტობა

მერაბ მამარდაშვილი სწავლას აგრძელებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა ეწაფება ბერძნულ ფილოსოფიას, ფრანგულს, გერმანულს. იოლად ეუფლება ენებს. წერს კი მხოლოდ ქართულად და რუსულად. მერაბ მამარდაშვილი ასე იგონებს სტუდენტობის წლებს:

მე გამიტაცა კითხვის ნაკადმა, რომელიც შემთხვევით ფრანგული საკითხავი მასალა აღმოჩნდა:მონტენი, მონტესკიე, ლიბოესი, რუსო, სწორედ მათ ჩამოაყალიბეს ჩემი სიჭაბუკე.ჩემი თავი სიმარტოვეში ჩამოვაყალიბე, ფრანგული წიგნების წყალობით და და არც კი ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით, თბილისის უნივრსიტეტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნამყოფი იყვნენ გერმანიაში. ქართველები, რომლებიც იყვნენ გერმანიაში გაგზავნილნი ფილოსოფიის შესასწავლად და დაბრუნდნენ. მე კი ‘სიბრძნის შესასწავლად’ მოსკოვის უნივერსიტეტში გავემგზავრე და იქ ვერაფერი ვიპოვე.

8f6d19134621

წყარო: www.ka.wikipedia.org

იხილეთ ასევე
Close
Back to top button