გართობაკულტურა

Syndicate & Rachelle Ferrel @ TJF

29 ოქტომბერს თბილისის ფილარმონიის დიდ დარბაზში გაიმართა ჯაზ ფესტივალის ბოლოსწინა მე-3 კონცერტი, სადაც კონცერტები გამართეს ჯგუფმა სინდიკატმა და რეიჩელ ფერელმა ბენდთან ერთად.

ჯგუფი სინდიკატი ჩამოაყალიბა Joe Zawinul -მა (1932-2007) ,მისი გარდაცვალების შემდეგ ჯგუფმა გააგრძელა მოღვაწეობა და 2009 წელს მიენიჭა მუსიკალური სამყაროს მთავარი ჯილდო გრემი საუკეთესო ჯაზ CD სათვის, რის შემდეგაც გადაწყვიტეს ევროპული ტურნეს მოწყობა.

ამ ჯგუფის მუსიკა სრულიად განსხვავებული იყო სხვა გამომსვლელებისგან – ჩემთვის საყვარელ აფრიკულ ფოლკლორზე დაფუძნებული ფიუჟენი იგივე ჯაზ როკი.

შოუს ერთერთი დასამახსოვრებელი და ცოტა არ იყოს სახალისო მომენტი იყო დრამერ Paco Sery -ს სანზაზე დაკვრა. ეს არის აფრიკული ინსტრუმენტი, რომლის არსებობის შესახებ პირველად წელს გავიგე :)


ამ კონცერტის შემდეგ გამიჩნდა სურვილი სინდიკატის შემოქმედებას უფრო ახლოდან გავეცნო.

შემდეგი იყო რეიჩელ ფერელი. ადამიანი, რომელსაც გააჩნია უნიკალური ვოკალური შესაძლებლობები.

ვისაც გაინტერესებთ იხილეთ ვიდეო (ხმას ჩაუწიეთ, მაინც :)

ეს იყო ადამიანი რომელსაც ქონდა ყველაზე უშუალო დამოკიდებულება აუდიტორიასთა, მას შეეძლო პირდაპირ სცენაზე დაელია ჩაი, გაეკეთებინა სამკაულები ძალიან თავისუფლად მოეყოლა ისტორიები.

ძალიან მიჭირს მის მუსიკალურ შესაძლებლობებზე წერა (ვცადე მაგრამ არ გამომივიდა) მგონია რომ პოსტით ამის გადმოცემა შეუძლებელია, იხილეთ ვიდეო და თავად დარწმუნდით მის პროფესიონალიზმში.

ეს კონცერტი იყო ნამდვილი ზეიმი, მისი სიკეთე იყო გადამდები ყველასთვის, მის ხუმრობებზე იცინოდა ყველა პატარა ბავშვებიდან დაწყებული დაცვის წევრებით დამთავრებული (გიკვირთ ხომ? მაგრამ ასე იყო).
რეიჩელმა სამუდამოდ დამამახსოვრა თავი და მისი მუსიკის ერთგული თაყვანისმცემელი გამხადა. ამიერიდან ჩემს კოლექციაში მისი ალბომი საპატიო ადგილს დაიკავებს ელა ფიცჯერალდის და არეთა ფრანკლინის ალბომებს შორის.

ფოტოს ავტორი paaawu

მსგავსი ამბები

Back to top button