კულტურაუცნაური

ყველაზე დიდი ოჯახი

ua2cj

ქმარი, 39 ცოლი, 94 შვილი და 33 შვილიშვილი.

ზიონა ჩანა ამდენ ცოლთან და შთამომავლობასთან ერთად დიდ, 100 ოთახიან სახლში ცხოვრობს. მისი ცოლები რიგში დგანან და განაწილებული აქვთ დრო, როდის გაიზიარონ ქმართან სარეცელი.

bkalz

ამხელა ოჯახის თავი აცხადებს, რომ ის ნამდვილად დალოცვილია ამდენი მეუღლის ყოლის გამო. გარდა ამისა, მას უკვე ჰყავს 14 რძალიც. ისინი 4 სართულიან სახლში ცხოვრობენ ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მიზორამის შტატის სოფელ ბაკტვანგში. საწოლ ოთახებში ნაწილდებიან ის ცოლები, რომლებსაც კონკრეტულ ღამეს ქმართან ყოფნა არ უწევთ. ოჯახი მთლიანობაში 181 წევრისგან შედგება.

5uph6

ბატონმა ჩანამ The Sun-ს განუცხადა: “მე ღმერთის განსაკუთრებულ შვილად ვგრძნობ თავს. მან ხომ ამდენი ადამიანი მომაბარა საზრუნავად. ბედნიერ კაცად ვთვლი ჩემს თავს, რადგან 39 ქალის ქმარი და უდიდესი ოჯახის თავი ვარ.” სახლს ეძახიან “ჩუანტარ რუნს”, რაც ნიშნავს ახალი თაობის სახლს. აქვთ საკუთარი სკოლა, სათამაშო მოედანი, სადურგლო სახელოსნო, საღორე და უვლიან უამრავ შინაურ ფრინველს.

ოჯახში მკაცრი დისციპლინაა. ჩანას ყველაზე უფროსი ცოლი, 69 წლის ზატიანგი დანარჩენ ცოლებს მეთაურობს და ანაწილებს მათ სხვადასხვა საქმეებზე. ზოგს დასუფთავებაზე, ზოგს სარეცხის რეცხვაზე, ზოგს სამზარეულოში საქმიანობისთვის. ვახშმის მოსამზადებლად ისინი იყენებენ 30 ქათამს, 60 კგ კარტოფილსა და 100 კგ-მდე ბრინჯს.

6dbjt

გარდა ამისა, ბატონი ჩანა ერთ-ერთი სექტის მეთაურია, რომლის წევრებსაც იმდენი ცოლის ყოლა შეუძლიათ, რამდენიც მოესურვებათ. ზოგჯერ 1 წელიწადში ჩანა 10-მდე ცოლზეც ქორწინდებოდა. მისმა ერთ-ერთმა ცოლმა, 35 წლის რინკიმმა განაცხადა: “ჩვენ მას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან სახლში ყველაზე საჭირო ადამიანია. ასევე მთელ სოფელში ყველაზე მიმზიდველი მამაკაცია. მიხარია, რომ მისი ცოლი ვარ.” ჩანამ რინკიმი 18 წლის წინ, ერთ ჩვეულებრივ დილას შენიშნა და მოეწონა, მალე ცოლობაც სთხოვა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. სხვა ცოლი, ჰუნტარნგანკი ამბობს, რომ ოჯახში უთანხმოებას ადგილი არ აქვს. ყველა წევრი ერთმანეთს ეპყრობა სიყვარულითა და პატივისცემით.

ბატონი ჩანა, რომლის სექტაც უკვე 4000 წევრს ითვლის, ამბობს, რომ ახალი ცოლების ძებნას ჯერ კიდევ აგრძელებს. სექტის გასაფართოებლად კი აშშ-ში წასვლას გეგმავს.

o683c

მსგავსი ამბები

Back to top button