არქივი

ამსტერდამი – თავისუფლების ქალაქი [+2 ვიდეო +სურათები]

დღეს ვიწყებ მსოფლიოს საუკეთესო საცხოვრებელ ადგილთა გაცნობის დიდ სერიას.  ყოველდღე  შემოგთავაზებთ  თითოს.

დამიჯერეთ ნამდვილად არ მოიწყენთ :)

2009 წლისთვის ნიდერლანდები დასახელდა ჯან-დაცვის  ყველაზე  მოწესრიგებული  და  არაბიუროკრატიული  სისტემის მქონე ქვეყანად. ქვეყნები ფასდებოდნენ რამოდენიმე კრიტერიუმით: პაციენტის უფლებები და ინფორმირებულობა, ელექტრონული და დისტანციური კონსულტაციები, ლოდინის დრო და კიდევ ბევრი სხვა. ნიდერლანდებმა სამართლიანად გაიმარჯვა მისი მინიმალური ბიუროკრატიით და პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვით.

ნიდერლანდები, განსაკუთრებით კი ამსტერდამი ყველაზე მეტად ცნობილია ტოლერანტობით ნებისმიერი ტაბუს მიმართ. აქ ტაბუ არ არსებობს. ისინი ფიქრობენ რომ ხალმხმა თავად უნდა გააკეთონ მორალური არჩევანი სხვადასხვა საკითხებში და ამაში მთავრობა არ უნდა ერეოდეს. მარიხუანას მოხმარება დაშვებულია. ტატუ სალონები, სექს მაღაზიები და სხვა უამრავი დაწესებულება რომელთაც სხვაგან გაცილებით იშვიათად შეხვდებით აქ ყოველდღიურობის ნაწილია.

აქ კულტურა და ხელოვნებაც მაღალ დონეზეა. შეგიძლიათ იხილოთ უამრავი ცნობილი მუზეუმები და მათში გამოფენილი ვან გოგის, ვერმერის თუ რემბრანდტის ნახატები. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოისმინოთ ანა ფრანკის ამბავი ან დაისვენოთ ლამაზ პარკებში, თუნდაც მოტოციკლით შეგიძლიათ წახვიდეთ თითქმის ყველგან. ამბობენ რომ ამსტერდამს აქვს გაცილებით მეტი არხი ვიდრე ვენეციას, ამსტერდამს აქვს გაცილებით მეტი კაფე ვიდრე ვენას და ამსტერდამს აქვს გაცილებით მეტი ხიდი ვიდრე პარიზს. სხვადასხვა ტურები საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ ამ ულამაზესი ქალაქის საიდუმლოებები.

t6scg

fzp86

eavbl

t8kpn

წყარო: http://web.newsmacne.com

მსგავსი ამბები

Back to top button