არქივი

“ვეფხისტყაოსნის” აფორიზმები

75923d88d55e
გავიხსენოთ რაც ადრე გვისწავლია
154
ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

468
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე,
ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!

597
არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა.

748
სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
ჭირნი, მისგან უნახავნი, კაცსა ვისმცა გარდუხდიან?

780
ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!

795
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

799
“რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შედრეკილ-შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

800
“ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

850
თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

863
კვლა იტყვის: “მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა.
რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა”.

875
“თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

931
ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია!
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!

965
მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

1052
ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს,
ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს.
მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,
ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს.

1392
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

1410
რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1614
ბრძენთა ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე:
“ესეაო მამაცისა მეტის-მეტი სიგულოვნე:
ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე;
გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე”.

49

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,

დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!

50

სმა-ჭამა – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!

რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!

113

რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?

ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!

162

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

215

“საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!

ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,

არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

387

ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.

405

ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!

432

კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების.

526

მამაცისა სიცრუესა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!

539

…«გონიერი, ხამს აროდეს არ აჩქარდეს,

რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს.

542

ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

549

უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია.

663

კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.

718

“გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,

გული – ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი,

გული – ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,

ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!»

726

კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.

არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?

736

რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

747

ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

756

ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

761

მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.

768

სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

792

ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,

815

მართლად უთქვამს მეცნიერთა: «წყენააო ჭირთა ბადე»;

876

ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ,

878

“ვარდსა ჰკითხეს: «ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?

მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?»

მან თქვა: «ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;

ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად».

903

არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!

924

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

1006

“უხანობა და სიცრუვე, ვა, საწურთოსა ფლიდისა!”

1035

ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების!”.

1046

კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!

1081

სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის.

1090

თქვა: “ყვავი ვარდსა რას აქმნევს, ანუ რა მისი ფერია!

მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია».

1094

რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების.

1142

ხმობა, უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.

1166

მართლად თქმულა: “არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი”.

1196

ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

1197

“რა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,

დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა:

შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,

კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1204

კაცსა დასვრის უგულობა …

1343

წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!

ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1344

ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა,

თქმულა: «სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!»“

1348

აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,

ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია,

მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.

იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისი მტერია!

1435

ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი.

1459

რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,

აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა.

1488

“დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,

მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა;

თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,

თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.

1500

მაგრა თქმულა: “კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების”.

1519

ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა.

1603

შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნია დაღრეჯანია!

1637

ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

წყარო: My Comp :)

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button