არქივი

ასეთი ქალები ცოლად არ მოჰყავთ! (ძაან კარგადაც მოჰყავთ :P)

887bb77e5b4f

მსოფლიოში ქალის სხვადასხვა ტიპი არსებობს, რომელთაც მამაკაცები ცოლად არასოდეს მოიყვანენ. ისინი უიღბლონი არიან პირად ცხოვრებაში – ასეთ ქალბატონებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი, ძარითადად, 30 წელს გადაცილებულნი არიან.

არსებობს ასეთი ქალების რამდენიმე ტიპი:

ქალი, რომელსაც ყველაფერი ესმის – ასეთი მანდილოსანი მამაკაცის ყველა პრობლემას გაგებით ეკიდება, ისეთსაც კი, რომელშიც მას საკუთარი მეუღლეც ვერ გაუგებს. ესმის, რომ ის ცოლს ვერ გაეყრება; რომ ზედმეტი კითხვები არ უნდა დასვას, პირიქით – პრობლემები საერთოდ არ უნდა შეუქმნას, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, სამსახურსაც კი უნდა მოწყდეს მოულოდნელად, თუ მის საყვარელ მამაკაცს უეცრად თავისუფალი დრო გამოუჩნდება. სამწუხაროდ, ხანდახან ასეთი ”გაგება” წლების მანძილზე გრძელდება.

ქალს ესმის, რომ ”რჩეული” მასთან ერთად ზღვაზე ვერ წავა, მისი ჩემოდნებით მოსვლა-წასვლაც ესმის. თუმცა დგება დრო, როდესაც ასეთი ქალბატონი ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ ზუსტად ამ დროს ჩნდება მისი რჩეული მამაკაცი ჯადოსნური სიტყვებით – ”შენ ხომ ყველაფერი გესმის” და ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. ქალი ამ უპერსპექტივო ურთიერთობას კვლავ გაგებით ეკიდება.

თუმცა საბოლოოდ, როცა გამგებიანი ქალბატონი ასაკში შედის, ბოლოს და ბოლოს, თავს უფლებას აძლევს, რომ ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტოს. წყვეტს კიდეც და სულ მარტო რჩება.

გათხოვება არ მინდა – ძალიანაც უნდა, მაგრამ ყოველთვის გაიძახის, რომ არ უნდა. მიზეზი ფემინუსტური გავლენაა. მისი აზრით, ოჯახი – დაკანონებული პროსტიტუციაა, სარეცხ მანქანაში რამდენიმე წყვილი წინდის შეყრა კი ქალისათვის შეუფერებელი შრომა.

ასეთი ქალბატონები ოჯახს სხვაგვარად ვერ აღიქვავენ, თუმცა ხვდებიან, რომ რაღაც მათ ცხოვრებაში ისე არაა, როგორც უნდა იყოს. ამას ყველაზე მძაფრად კი მაშინ გრძნობენ, როცა ღამე საკუთარ თავთან მარტონი რჩებიან.

“თუმცა, არა! განვედ აუგო ფიქრო, რად მინდა გათხოვება, როცა თავად ვზრუნავ საკუთარ თავზე? და სულაც არ მინდა, ვიღაც მუდმივად თავს მაბეზრებდეს”.

ფიქრი გრძელდება – “მამაკაცი ხომ საზოგადოდ ცხოველია და თანაც მორჩილი.”

”არაა საჭირო, ისე დიდადაც არ მსურს, არ მინდა და მორჩა!”- ფიქრობს.

თენდება – თამით მოწოლილი ფიქრები ისევ იკარგება და ქალი ჩვეული ცხოვრების წესს მიჰყვება, მორიგ თაყვანისმცემელს კი ამაყად უცხადებს, რომ მასთან ”მხოლოდ სექსი და საქმიანი ურთიერთობა სურს”.

თუმცა ისევ ღამდება, გათხოვებაზე ფიქრი კვლავ მოსვენებას არ აძლევს. უნდა, როგორ არ უნდა, მაგრამ უკვე აღარავინ ეძახის. აღარავინ ეკარება, ყველა მიეჩვია, რომ მას გათხოვება არ სურს.

გათხოვება მინდა – ამ ტიპის ქალბატონები, იმათი აბსოლუტური ანტიპოდია, ვისაც გათხოვება არ სურს. ოღონდაც კი გათხოვდნენ და ვინ იქნება ეს მამაკაცი, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.

გაუგებარია, რატომ არიან ისინი ასე მოწადინებულნი. თუმცაღა მიზეზები მაინც ბევრია. სახელდობრ: დედა მბრძანებლობს, თანაც უკვე ბავშვის გაჩენის დროა, ყველა მეგობარი გათხოვილია, არ აქვს ქორწილის ფოტოები და ა.შ.

სწორედ ამიტომაა, რომ გათხოვების მოსურნე ქალბატონებისათვის ყველა მამაკაცი პოტენციური სასიძოა.

ასეთი ქალების აზრით, იმისთვის რომ გათხოვდნენ, ყველა საშუალება გამართლებულია, რომელიც კი მამაკაცის დაპყრობაში დაეხმარება.

თუმცა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათი თავდაუზოგავი მცდელობა აბსოლუტურად უნაყოფოა და ისინი გაუთხოვრები რჩებიან.

შემბრალებელი ქალები – ამ ტიპის ქალბატონები ბევრად უფრო საშიშნი არიან, ვიდრე “გამგები ქალი”. ასეთ ქალს დანაშაულის კომპლექსი, რომელიც ბავშვობიდან სდევს, თანასწორი ურთიერთობის შექმნაში ხელს უშლის.

მას ყოველთვის ვიღაც ებრალება: დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ა.შ.

მამაკაცებს ასეთი ქალი მალე ბეზრდებათ, თუმცა ყოველთვის აქვთ იმის იმედი, რომ მათგან თანაგრძნობასა და სითბოს აუცილებლად მიიღებენ.

ასეთი ქალები მთელ თავის ცხოვრებას სხვაზე დარდში გალევენ და, შესაძლოა, სასოწარკვეთაშიც კი ჩავარდნენ, თუკი შესაბრალი არავინ ეყოლებათ.

ამ დროს, როგორც წესი, ისინი ძაღლს იჩენენ – ”საწყალი ცხოველი განწირულია”.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქალბატონების შეცვლა ძალზედ ძნელია, მათ მაინც აქვს შანსი, რომ ტიპობრივად შეიცვალონ. დევიზით – ”საკუთარ თავს თავად დაეხმარე”, ისინი ყველაფერს შეძლებენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ქალები არიან. და თუ ქალი ძლიერი ხარ, ესე იგი ყველა ტიპის ურთიერთობებში მართვის სადავეები შენს ხელთაა.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button