არქივი

ტვინის განვითარების 5 გზა

16f0edcc1d0a
ტვინს ისევე სჭირდება ვარჯიში, როგორ სხეულის ყველა კუნთს.  თუ მუდმივად ამუშავებთ ტვინს, თქვენ შეძლებთ ბევრად უკეთესად და ბრძნულად აზროვნებას და გაგიადვილდებათ კონცენტრირება.
თუ თქვენ საერთოდ არ  ანვითარებთ საკუთარ ტვინს, უახლოეს მომავალში, ყველა მისი შესაძლებლობა მოდუნდება და გაგიჭირდებათ სწავლა და დაგიქვეითდებათ მახსოვრობა.
არსებობს ტვინის განვითარების ხუთი გზა

1.შეეცადეთ ნაკლებად უყუროთ ტელევიზორს
შეიძლება ეს თქვენთვის რთული აღმოჩნდეს, რადგან ყველას უყვარს ტელევიზორის ყურება. (მე საერთოდ არ მიყვარს :D ) ჩნდება კითხვა, რატომ არ უნდა მიყვარდეს ტელევიზორის ყურება?! ჩვენ ხომ ამ დროს ვისვენებთ. მთელი პრობელმა იმაშია, რომ ტელევიზორის ყურების დროს ტვინი საერთოდ არ ფუნქციონირებს და ამავდროულად არც ისვენებს. გამოდის თითქოს თქვენ ხარჯავთ კუნთების ენერგიას, ხოლო სარგებელი ნულია.
როგორ გრძნობთ თავს, ტელევიზორის წინ გატარებული საათების შემდეგ?! თვალები დაღლილია იმდენად, რომ კითხვის თავიც არ გაქვთ.
თუ დასვენება გადაწყვიტეთ, არ ჩართოთ ტელევიზორი, უკეთესია აიღეთ წიგნი და წაიკითხეთ. თუ ძლიერ დაღლილები ხართ – ჩართეთ რადიო. როდესაც არ ხართ მარტო – არ ჩართოთ ტელევიზორი, დაილაპარაკეთ. ეს ყველაფერი უფრო მოგცემთ დასვენების საშუალებას,ვიდრე ტელევიზორის ყურება და მერე გამოჩიჩინებული სიარული. :D


2. დაკავდით ფიზიკური ვარჯიშებით

ადამიანს რათქმაუნდა უფრო მეტი ეცოდინება, თუ განვითარდება, და არ მოკვდება ტელევიზორის ყურებით და არ გადააკვდება კომპიუტერს, ხოლო თავისუფალ დროს გაატარებს გონებასთან და წაიკითხავს წიგნს. სპორტით დაკავება ასევე სასარგებლოა, რადგან , დამტკიცებულია, რომ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, გონება იწმინდება და ჩნდება ენერგიის დიდი ნაკადი. თქვენ უკეთ შეძლებთ კონცენტრირების მოხდენას.


3. წაიკითხეთ მასტიმულირებელი წიგნები.

ხალხის უმეტესობას უყვარს რომანების კითხვა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ენერგიის სტიმულირებას არ ახდენენ. თუ თქვენ გჭირდებათ წერის და აზროვნების განვითარება, უნდა წაიკითხოთ წიგნები, რომელზედაც შეიძლება კონცენტრირების მოხდენა. კლასიკის წაკითხვამ შეიძლება შეგაცვლევინოთ აზრი სამყაროს შეხედულებებზე, და თქვენ განავითარებთ ლამაზად საუბარს. არ შეგაშინოთ სქელმა წიგნებმა და დიდმა აბზაცებმა. შეეცედაეთ შეიცნოთ ავტორის სტილი.
აზრობრივი წიგნების წაკითხვისას, თქვენ მიხვდებით, რომ, უბრალო ბანალური რომანები უკვე არ არის თქვენთვის. რაღაც ახალის გაგება თქვენთვის უფრო საიტნერესო გახდება, ვიდრე, უბრალოდ ფურცვლა( და ედვარდზე ბოდება :D )

4.ვინც ადრე დგება, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ჭკუას შეიძენს.

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გამოისახოს აზროვნებაზე, ეს არის ძილის უკმარისობა. თავი რომ კარგად იგრძნოთ, უნდა დაწვეთ ადრე და იძინოთ არანაკლებ რვა საათისა.
თუ ადრე ადგებით და გვიან დაწვებით, უმეტეს შემთხვევაში, თქვენ მთელი დღე აბნეულ-დაბნეული ივლით.

5.ამოირჩიეთ დრო, იმისათვის, რომ იფიქროთ.

უმეტეს შემთხვევში ჩვენი ცხოვრება მოცული აქვს არეულობას. ჩვენ გვიჭირს კონცენტრირება, იმიტომ რომ რომ თავში ათასი აზრი ტრიალებს. ამას რომ გავექცეთ, ამოირჩიეთ დრო , როდესაც თქვენ შეძლებთ განმარტოვებას და წყნარად ფიქრს. მაშინ თქვენ შეძლებ თქვენი ფიქრების თაროებზე დალაგებას და არაფერი უკვე აღარ შეგაწუხებთ.
და საერთოთ არ არის საჭირო ამ დროს იატაკზე ჯდომა ლოტოსის პოზაში. თქვენ შეგიძლიათ ამ დროს დაკავდეთ ნებისმიერი რამით, მთავრი განმარტოვება. შეიგძლიათ უბრალოდ ისეირნოთ. შეეცადეთ ამის გაკეთება, და თქვენ მიხვდებით, ეს თქვენთვის ბევრად უკეთესია.

მიყევით ამ პატარა, მარტივ რჩევებს, თქვენ თვითონვე იგრძნობთ უკეთესობას . :yvavili:

მსგავსი ამბები

Back to top button