გართობაუცნაური

ჯადოსნური სამკურნალო წიგნი

31c6a69b159a
გამარჯობა :) ეს სტატია მე ქამელეონის ბლოგზე ვნახე, რომლის ავტორიც სოფო ქათამაძეა. ჩემი სტატია არაა, მაგრამ ვერ მოვითმინე, რომ თქვენთვის არ მეჩვენებინა ამიტომაც გთავაზობთ სტატიას.

ჯადოსნური სამკურნალო წიგნი
გუშინ რაღაც სამკურნალო წიგნი ჩამივარდა ხელში, საკმაოდ ძველი და სანამ ტელევიზორში რეკლამები გადიოდა გადავათვალიერე. გადავათვალიერე და იმდენი ვიცინე, იმდენი, ჯერ ხომ გავწითლდი და ვეღარ ვსუნთქავდი, მერე ლამის გული გამიხდა ცუდად და ჩემებმა წამართვეს, რამე არ მოგივიდესო, ჰოდა რამდენიმე ამონარიდს გავაკეთებ, ნამდვილი აბსურდული კომედიაა.

შიგნოულობანი – გონიერება მკვდარი კაცის მძორში თუმცა არ არსებობს, მაგრამ უგუნური კაცის ცხოვრება და ღოღიალი შესაძლებელია.

აი, მკურნალობის გარდა მორალიცაა ჩადებული აქ.

ხახაში დაცოხნილი საჭმლის ლუკმა გაიწოვება და მსხვილი ნაწლევებიდან ნეხვად ქცეული გამოიყრება გარე.

დაცოხვნა და ნეხვი რა უბედურებაა, ცხოველები ვართ?

რა არის შარდი? შარდი ანკარა სითხეა.

თქვენ იცოდით, რომ შარდი ანკარა სითხე იყო?

თირკმელები ანუ ჭაჭები კაცს ორი აქვს.

აა, ჭაჭები ჩამწყდაო, ამაზეა ნათქვამი?

ადამიანს აქვს ხუთი გრძნობა და ორღანო – თვალი, ყური, ცხვირი, ენა და ტყავი.

ტყავი ორგანო ყოფილა, რა საინტერესოა.

თუ კვერცხი კაცმა რიგიანად გააკეთა და ხახაში კარგად დაფქვა, ადვილად მოსანელებელი საჭმელია.

ნაჭუჭიანად ნეტავ?

გადავედით გინეკოლოგიაზე.

თესლების ბუდე მდებარეობს საჯიჯაყვეში, სადაც თესლი გამოვარდება თუ არა შექანდება მუცლის სივრცეში.

დაორსულება არც კაცის ნებაზე ჰკიდია და არც ქალის.

რა ნიშნით იცნობა ქალი ორსულია თუ არა?

1. სამთვარიო თუ შეუწყდათ.

2. ხშირად შარდის დაქცევის წადილი.

3. მუცელი გაეზრდება

სხვადასხვა სნეულებები:

თავის კანის ზღმურდლი (სავარაუდოდ ფსორიაზი)

ხახიდან მყრალი სუნის აღმოქშინვა, რომელიც სოფლის დედაკაცებს ახასიათებთ.

მუცელა (რაღაც დაავადებაა)

ხახიდან სისხლი ნთქევა (იუუუ)

მტყელი ჭია

სამხედროს გამოვარდნა – როდესაც ადამიანს გვამის თავი გამოუვარდება, ეს მოხდება ჭინტვით ფეხის ადგილზე გასვლისგან. (ბუასილი ნეტავ?)

თავზე ფსხრიკი და ზღმურდლი (რა ჯანდაბაა?).

ჭაჭების ანთება.

გულის ძგერა დაემართება მრისხანე ადამიანებს.

მუწუკი არის სიმსივნე ჩიტის კვერცხის ტოლა.

სუსუნატი, მღიელი, სირსვილი, მჭამელი (ჩემთვის უცნობი დაავადებები)

და თქვენ გინდათ ტკივილიგან გათავისუფლდეთ? ეს ძალიან ადვილია:

აიღეთ გვირილის ყვავილი, ვარდკაჭაჭას ყვავილი, ხე ვირუას ყვავილი, ცისკარა ბალახის ფოთოლი, ხაშხაშას ყვავილი. დაამატეთ ონტოფას ძირი და კირ მარილა. დაიდეთ მტკივან ადგილზე.

და ბოლო, ჩემი ფავორიტი:

როგორ შევიჩეროთ სისხლის გამოდინება, თუ არ გვინდა რომ ამან ცუდ ბოლომდე მიგვიყვანოს და მოხდეს ინფექციის შეჭრა, რომელიც იწვევს გაჭრილობის გაცუდებას(გართულებას)?

დავიდოთ ბამბა.

წყარო ქამელეონი.

მსგავსი ამბები

Back to top button