არქივი

შემოთავაზებულია MP3-საკრობის იდეა , რომელიც სხეულის სითბოთი იკვებება

Skyn

ამ პატარა და საკმაოდ მძლავრი MP3-ის სახელია Skinny Player, ის დაამზადეს ჩიხ-ვეი ვანმა და შოუ-სი ფუმ. თუმცა ჯერ ეს უბრალოდ პროექტის დიზაინია.

MP3-საკრობს არ დაჭირდება არანაირი სადენი, თქვენ მის დატენვას უბრალოდ ხელზე დაკვრით შეძლებთ, თქვენი სხეულის სითბოთი. მას არ გააჩნია არანაირი ელემენტი და რაც მთავარია ის არასოდეს არ დაკარგავს თავის ორ მთავარ თვისებას: წებოვანობას და დრეკადობას.

Skinny-ის აქვს ჩართვის და გამორთვის ღილაკი და დრეკადი მიკროდინამიკები (“ფრთების” ორივე მხარეს). მაგრამ ხმის რეგულატორის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ასევე ჯერ კიდევ უცნობია თუ რამდენი ექნება მეხსიერება.

შემქმნელები თვლიან რომ Skinny უმეტესად გათვლილი იქნება სპორტცმენებზე, რომლებიც დარბიან, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამოიყოფა ბევრი სითბო და შესაბამისად ის არასდროს დაჯდება.

Skinny

წყარო: hi-tech

Back to top button