არქივი

სარეველას ასე მოვიშორებთ

Image Hosting [imghost.ge]

თუ თქვენს საკარმიდამო ნაკვეთში წლის განმავლობაში საგრძნობლად მომრავლდა სარეველები: ვირისტერფა, შვიტა, ღიღილო, მატიტელა თუ ქერიფქლა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ნიადაგი განიცდის კირის ნაკლებობას, ძალიან კარგს იზამთ, თუ ნიადაგის საშემოდგომო დამუშავებისას, ყოველ კვადრატულ მეტრზე შეიტანთ 150 გრამ კირს. კირი კარგად უნდა გაანაწილოთ, მთელ გაფხვიერებულ ნიადაგზე. ჯერ მოაბნიეთ ნიადაგის ზედაპირზე და მერე ჩაბარეთ. ჩამქრალი კირის მოყრა შეიძლება ყველა სახის ნიადაგში. სასურველია, თუ კირს შეიტანთ 2 წელიწადში ერთხელ. არ შეიძლება კირის შეტანა იმ წელიწადს, როცა ნაკელი შეგაქვთ. მათი ერთად შეტანა იწვევს რეაქციას და აზოტის დაკარგვას.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button