არქივი

ევა ბრაუნი – ჰიტლერის ბოლო სიყვარული

9126a9cb40e6

ევა ანა პაულა ბრაუნი – ადოლფ ჰიტლერი საყვარელი, შემდგომში ცოლი.
ევა ბრაუნი დაიბადა 1912 წლის 6 თებერვალს მიუნხენში.
მისი მამა – ფრიდრიხ ბრაუნი იყო სკოლის მასწავლებელი და დესპოტური ხასიათის პატრონი. ის სახლში შუქს ზუსტად საღამოს 10 საათზე თიშავდა, რათა ოჯახის წევრები დასაძინებლად წასულიყვნენ და არა ეკითხათ წიგნები ან ესუბრათ ერთმანეთთან.
დედა – ფრანცისკა იყო მკერავი და მოციგურავე.
ოჯახში იყო სამი ქალიშვილი: უფროსი – ილზა, შუათანა – ევა და უმცროსი – მარგარეტი. ისინი კათოლიკური წესით მოინათლნენ და აღიზარდნენ. ბრაუნების ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო, მათ ჰქონდათ ბინა, ჰყავდათ მოსამსახურე და ავტომობილი.
ევამ დაამთავრა სამონასტრო სკოლა და შემდეგ ლიცეუმიც.ის დედის ნაკვალევს გაჰყვა და სპორტკავშირის წევრი გახდა. ის მრავალი წლის მანძილზე იყო დაკავებული მსუბუქი ათლეტიკით. ევა ასევე სწავლობდა ფრანგულ ენას, ბეჭდვას, ბუხჰალტერიასა და დიასახლისობას. მხიარული ხასიათის გამო დაქალებს ის ძალიან უყვარდათ.
1929 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ევამ მიატოვა სახლი და საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა. მან მუშაობა დაიწყო ფოტოგრაფ ჰენრიხ ჰოფმანის ატელიეში როგორც მისმა მოწაფემ, გამყიდველმა და ფოსტალიონმა. ეს სამსახური მას მამამ უშოვა.
ევამ და ჰიტლერმა ერთმანეთი ფოტო ატელიეში გაიცნეს.მაშინ ევა 17 წლის იყო, ჰიტლერი კი – 40-ის. ევა მაშინათვე მოეწონა ჰიტლერს. ჰიტლერი ცდილობდა რაც შეიძლება ხშირად შეხვედროდა მას. ჰიტლერი დღისით მასთან ერთად დადიოდა კინოში, რესტორნებში, ოპერაში, საღამოს კი თავის ცოლ გელისთან იყო. ევამ იცოდა გელის არსებობა, რაც ძალიან აწუხებდა მას.
1932 წლის დასაწყისში, გელი რაუბალის სიკვდილის შემდეგ, ევა ხდება ჰიტლერის საყვარელი. ჰიტლერთან ყოფნის დროს ევა თავის გარეგნობას აქცევს დიდ ყურადღებას და უბრუნდება ტანვარჯიშს. მან იცოდა, რომ ჰიტლერს უყვარდა დიდმკერდიანი ქალები, ამიტომ ის ბიუსგჰალტერში ცხვირსახოცებს იტენიდა.
1932 წლის ნოემბერში ევამ თავის მოკვლა სცადა კისერში იარაღით ჭრილობის მიყენებით, მაგრამ ის გადარჩა. 1935 წლის 28 მაისის ღამეს მან ხელახლა სცადა თავის მოკვლა, ამჯერად წამლის აბების მიღებით, მაგრამ სახლში დროულად დაბრუნებულმა დამ სასწრაფო გამოიძახა და ის კვლავ გადაარჩინეს.
1935 წელს ჰიტლერმა ევას სახლი უყიდა მიუნხენში, სადაც 1936 წლამდე ცხოვრობდნენ ევა და მარგარეტი. ამავე წელს ჰიტლერმა ის წამოიყვანა ატელიედან და დანიშნა პირად მდივნად. 1936-45 წლებს ის ატარებს ბერგჰოფში, ადოლფ ჰიტლერის ბავარიულალპურ რეზიდენციაში. 1945 წლის 7 მარტიდან ისინი იმყოფებიან ფიურერბუნკერში, ბერლინში. მათი ჯვრისწერა შედგა 1945 წლის 29 აპრილს, მეჯვარეები იყვნენ მარტინ ბორმანი და იოზეფ გებელსი.
1945 წლის 30 აპრილს ცოლ-ქმარმა თავი მოიკლა. ისინი ერთად დაწვეს რაიხკანცელარიის ეზოში, მაგრამ მათი სხეულები ბოლომდე არ დამწვარა და საბჭოთა ხელისუფლებას ჩაუვარდა ხელში. საბოლოოდ მათი გვამები გაანადგურეს (ასევე გაანადგურეს გებელსების ოჯახი), მანამდე ცხედრებს ინახავდნენ ქ. რატენოვში, მაგდებურგის ახლოს.
ევას დიდი როლი არ ჰქონია პოლიტიკაში, რადგან ჰიტლერი ცდილობდა მისთვის აერიდებინა დიდი პოლიტიკის საკითხები და პრობლემები. ასე რომ 30-იან წლებში ევას ცხოვრება კომფორტულად მიდიოდა. ის გატაცებული იყო ფერადი ფოტოხელოვნებით და დღევანდლამდე შემორჩენილი ჰიტლერის ფერადი სურათები მისი დამსახურებაა.

16df7e9f09f7

d7540d5ec7ec

bbe285a32bab

7483165e7385

და ბოლოს მინდა ვიკითხო, თუ ჩანართებისთვის ქართულ ვიკიპედიაში ვერ ვნახე მასალა, მაშინ რომელი გამოვიყენო: ინგლისური თუ რუსული ვიკიპედია?

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button