არქივი

გამოჩენილ ადამიანთა ინტიმური ახირებები

d4528bf11fc9

როგორც ამბობენ ყველა თავისებურად ”აფრენს” და ”გიჟდება” – გააჩნია შესაძლებლობებსა და ფანტაზიის უნარს, რომელსაც ზოგჯერ საზღვარი არ აქვს. :)

fc6ba8dbf55a

1. აცტეკების ლიდერი მონტესუმა, რომლის სახელი , გარდა სხვა დამსახურებებისა , მჭიდროდ არის დაკავშირებული კაკაოსთან , თავის ქვეშევრდომებს აიძულებდა , ცოლ-ქმრული მოვალეობები ღია ცის ქვეშ , კაკაოს პლანტაციებში შეესრულებინათ. დიდ ბელადს სჯეროდა , რომ ეს ხელს შეუწყობდა ნაყოფიერი მოსავლის მიღებას და კაკაოს მარცვალს განსაკუთრებულ არომატს შესძენდა.

48f8819973cc

2. რომანტიკოსი პოეტი , გამოუსწორებელი მექალთანე , ულამაზე მამაკაცი ლორდი ბაირონი , განთქმული იყო თავისი ხმაურიანი რომანებით. ახალგაზრდობაში, როცა ლორდი ლონდონში სწავლობდა, მას ძალიან მოსწონდა მამაკაცის სამოსში გამოწყობილი საყვარლები და სასტუმროში ნორჩ  ”ყმაწვილებთან”  ერთად ხშირად ქირაობდა ნომერს. ეს მასკარადი მაშინ დასრულდა , როცა სასტუმროს გაოცებული და შოკირებული თანამშრომლების თვალწინ ლორდის ახალგაზრდა მეგობარს პირდაპირ ფოიეში მოეშალა მუცელი.

0f02f737fcd7

3. მაჰათმა განდი პატარა სათავადოს პორბანდარის პრემიერ-მინისტრის ოჯახში უმცროსი შვილი იყო. ოჯახურმა ტრაგედიამ სერიოზული გავლენა მოახდინა განდის მომავალ ცხოვრებაზე. მამამისი მაშინ გარდაიცვალა როცა 18 წლის განდი თავის ფეხმძიმე ცოლთან სექსით იყო გართული. ამ ახალგაზრდა კაცის სულში დანაშაულის მძაფრი განცდა დატოვა. მან უარი თქვა ხორცზე, ღვინოზე და … სექსზე. ამ საშინელი :) აკრძალვის გამო, განდის ხშირად სტანჯავდა ეროტიკული სიზმრები. როცა იგი 60 წლისა გახდა, სერიოზული სკანდალი ატყდა: გამოირკვა, რომ ის ხშირად წვებოდა ლოგინში შიშველ ქალიშვილებთან ერთად, რათა თავისი ნების სიმტკიცე გამოეცადა. თუმცა, დაარღვია თუ არა მან თავისი აღთქმა სიბერეში, დღემდე გამოცანად რჩება.

8b74f93aafc9

4. ელვის პრესლის პატარამკერდიანი და სწორფეხება ქალები მოსწონდა. ძალიან უყვარდა ეროტიკული ინსცენირებებიც, რომლებშიც თავად იღებდა მონაწილეობას. ჭკუას კარგავდა საკუთარ გამოსახულებაზე, ამიტომაც საძინებელში მთელ ჭერზე სარკე გააკეთებინა, რათა კარგად დაენახა ის, რაც მის ლოგინში ხდებოდა.

664be2095ac4

5. პროლეტარიატის დიდი მწერალი მაქსიმ გორკი, ახალგაზრდობიდანვე თავისი იდეების ერთგული იყო და ამ ”ერთგულებას” საკმაოდ პიკანტურ სიტუაციებშიც იჩენდა. როდესაც იგი საროსკიპოში მიდიოდა, იხდიდა ფულს, დგებოდა კედელთან და მთელი ხმით მღეროდა რევოლუციურ სიმღერებს, თან მის წინ ”მონებივრე”წყვილს ადევნებდა თვალს. მოგვიანებით გორკიმ კედელთან დგომა ქალთან წოლით შეცვალა, მაგრამ სექსის დროს  რევოლუციური სიმღერების შესრულების მოთხოვნილება მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაყვა. :)

2b5c4cda3d86

6. დოსტოევსკი ვნებიანი და აგრესიული საყვარელი იყო. ტურგენევმა მას ”მარკიზ დე სადიც” კი უწოდა. მის არაჩვეულებრივ ეროტიკულ ფანტაზიაზე წერდა დოსტოევსკის მეორე ცოლი, სტენოგრაფისტი ანა სოტკინა. მწერალი ცოლს სთხოვდა, ზუსტად აღეწერა ის განცდები , რასაც მასთან ინტიმური სიახლოვისას განიცდიდა.

f872f14f85dc

7. ჯონ კენედი არ იყო ცუდი პოლიტიკოსი, მაგრამ ზოგჯერ საშინლად ქარაფშუტულად იქცეოდა. პრეზიდენტს  ძალიან უყვარდა შიშველ მდგომარეობაში ცურვა თეთრი სახლის ღია აუზში, თანაც მარტო კი არა, არამედ რომელიმე შიშველ ლამაზმანთან ერთად. ქალბატონები ფარულად შეჰყავდათ თეთრ სახლში და ასევე ფარულად გამოჰყვდათ, რათა პრეზიდენტის მეუღლეს ჟაკლინს, ქმრის ახირებების შესახებ არაფერი შეეტყო.

303eb3aaf596

8. ”არ დაიბანო, მე მოვდივარ!” – სწერდა ნაპოლეონი ჟოზეფინას მორიგი ლაშქრობიდან დაბრუნებამდე 2 კვირით ადრე . ”რაც ბუნებრივია, ის სირცხვილი არ არის!” – უყვარდა ხოლმე თქმა იმპერატორს. ჟოზეფინას სხეულის სუნი მას ყველა ფრანგულ სუნამოზე მეტად აღაგზნებდა.

Back to top button