არქივი

თამაში რომელიც ბავშვობაში ყველას უთამაშია…

e70077123c82
თამაში რომელიც ალბად ბავშვობაში ყველას უთამაშია- ქვა-ქაღალდი-მაკრატელი. ;)
მსოფლიოში საკმაოდ პოპულარული საბავშვო თამაში,უფრო ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევაში როცა გვინდა რაიმე მიზნით ადამიანის არჩევა და ეს არის ამ მიზნის მიღწვის საკმაოდ მარტივი გზა-დამარცხებული იძულებულია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობდა.
კლასიკურ ვერსიაში ხდება სამამდე დათვლა და მოთამაშეები(უფრო ხშირად ორი მონაწილე) ამ დროს ხელით ახდენენ სამი საგნიდან(ქვა,მაკრატელი,ქაღალდი) ერთ-ერთის გამოსახვას.როგორც ყველამ იცით:
-ქვა ამარცხებს მაკრატელს;
-მაკრატელი ამარცხებს ქაღალდს;
-ქაღალდი ამარცხებს ქვას.
6331d28e0779

778f71ed1b3e

ეს თამაში გამოიგონეს ძველ ჩინეთში.ევროპაში ამ თამაშზე ცნობბები მხოლოდ XIX საუკუნეში ჩნდება და იხსენიებდნენ აზიურ თამაშად.
ამ თამაშმა მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიპოვა.კლასიკური ვარიანტისგან განსხვავებით ზოგიერთ ქვეყანაში სამამდე დათვლის ნაცვლად ამბობენ:”ბუ-ცე-ფა”.ზოგიერთ ქვეყანაში მას უწოდებენ “ჭიანჭველა-ადამიანი-სპილო”.
არსებობს ასევე მეოთხე ელემენტის-ჭის გამოყენების ვერსია(საქართველოშიც).
აი ფოტო სადაც მოცემულია საგნებით “ძაან დახუნძლული” ვერსია.
ab98c18d2665

თამაში ხშირად გამოიყენება მათემატიკური ალბათობის თეორიის საილუსტრაციოდ.იმის მიუხედავად,რომ თამაშის შედეგი ხშირად შემთხვევითობაა,რამოდენიმე თამაშის შემდეგ შეიძლება იმ დონემდე შევისწავლოთ მოწინააღდეგის ქმედება რომ გამოვიცნოთ თუ რას გააკეთებს და გავიმარჯვოთ ამ თამაშში.

682ae0ab458e

ასევე უნდა აღინიშნოს რომ ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო შეჯიბრებები ამ თამაშში.

4876c8f8807e

267348c87c78

წყარო:www.wikipedia.org…www.worldrps.com

მსგავსი ამბები

Back to top button