პურის ხე _ ტროპიკული ტყის სიმდიდრე
პურის ხეს სხვაგვარად ტროპიკული ტყეების საოცრებას ეძახიან. მისი დაახლოებით 15-18 კილოგრამიანი ნაყოფი სიგრძით მეტრამდე აღწევს (სიგანე 30 სმ), მრგვალი ან ოვალური ფორმისაა. მოწყვეტენ ამ უშველებელ ნაყოფს, პირდაპირ ცხელ ქვებზე დებენ და სულ მალე კი გემრიელ საჭმელად იქცევა. მის გემოს ზოგი კარტოფილისას, ზოგი წაბლს, უმეტესობა კი პურისას ამსგავსებს.
ნაყოფის გული ავსებულია მოყვითალო–თეთრი ფერის ცომისებური რბილობით.
პურის ხე ნოემბრიდან ივლისის ჩათვლით შეუსვენებლად მსხმოიარობს. შემდეგ ფოთლებს ჩამოყრის და 3 თვეს `ისვენებს“.
პურის ხე 70-75 წლის განმავლობაში მსხმოიარობს, შემდეგ ხმება. ადგილობრივი მცხოვრებნი ამ შესანიშნავი მცენარის ნერგს ტოტის გადაწვენით იღებენ, რადგანაც პურის ხის საუკეთესო ჯიშები თესლს არ ივითარებს.
პურის ხის ყველა ნაწილი გამოიყენება: ნაყოფი, ქერქი, მერქანი, ფოთოლი, ფისი, რომლითაც ნავებს პოხავენ (წყალგამტარობის მისაღწევად).
ლაფნისგან იღებენ ქსოვილებს, ფოთლებისაგან კერავენ ლამაზ ქუდებს…