საშინაო ზოოპარკი
დიმიტრი სუდაკოვმა (Dmitry Sudakov) მოაწყო სახლში ნამდვილი ზოოპარკი. დღესდღეობით დიმიტრის ბინაში ცხოვრობს ფოცხვერი, მელა, წაულასი, სხვადასხვა ჯიშის ძაღლები, ხოლო რამდენიმე წლის წინ ცხოვრობდა მათთან ერთად პატარა ლომის ბოკვერიც…
დიმიტრის სიამაყეს წარმოადგენს იბერიული ფოცხვერი, რომლის საბინადრო არეალია იბერიის (პირინეის) ნახევარკუნძული. მფლობელმა თავის ფოცხვერს დაარქვა ნაქსი (Naksi), ნაქსის სხეულის სიგრძე 82 სანტიმეტრს აღწევს, მას აქვს მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე – გრძელი ფუნჯებით და ხშირი ბეწვი ნიკაპის ქვემოთ, შეფერილობით იგი ხალებიანია.
ნაქსის ტერფები ბეწვის სქელი ფენით აქვს დაფარული, რისი მეშვეობითაც უხმაუროდ გადაადგილებას ახერხებს. ფოცხვერი-ნაქსის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 12-14 წელია. დიმიტრის განცხადებით, პორტუგალიაში არსებობს საქველმოქმედო ფონდი “SOS Lynx”, რომელიც იბერიული ფოცხვერის გადარჩენაზე ზრუნავს.
ცხოველები ძალიან მეგობრულად ცხოვრობენ ერთმანეთში, განსაკუთრებით მელა და ძაღლები…