ბრიტანელები ინდოეთში
მე-16 საუკუნეში ინდოეთში მრავალი ევროპელი ვაჭარი ჩავიდა. ისინი აბრეშუმით, ბამბით, ჩაით და დასანელებლებით ვაჭრობდნენ და ძლიერ სავაჭრო კომპანიებს ქმნიდნენ. ინდოეთი რამდენიმე სახელმწიფოდ იყო დაყოფილი და მათ ადგილობრივი მმართველები განაგებდნენ.
1756 წელს ბენგალიის პრინცმა ბრიტანელთა სავაჭრო ბაზა დაიპყრო და ასზე მეტი ბრიტანელი დახოცა. მომდევნო წელს ბრიტანეთიდან გამოგზავნილმა არმიამ რობერტ კლაივის მეთაურობით ბენგალიის პრინცი დაამარცხა. კლაივმა ბენგალიელებს გადასახადები დააკისრა ინდოეთში არსებული ბრიტანეთის სამხედრო კომპანიის სასარგებლოდ.
ბრიტანეთის სამხედრო კომპანიამ თანდათანობით უზარმაზარი არმია შექმნა, მის რიგებში ინდოელებიც იბრძოდნენ. არმია უფრო და უფრო მეტ ადგილობრივ მმართველს ამარცხებდა და თავის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებს ზრდიდა.
ბრიტანეთის არმიაში მომსახურე ინდოელ ჯარისკაცებს შორის უკმაყოფილება იზრდებოდა. ინდოელები თვლიდნენ, რომ ბრიტანელები პატივს არ სცემდნენ მათ რელიგიას და ასევე მათთვის მიუღებელ ცვლილებებს ატარებდნენ ქვეყანაში. 1857 წელს ინდოელი ჯარისკაცები ბენგალიაში ბრიტანელთა წინააღმდეგ აჯანყდნენ. ბრძოლები თითქმის მთელ ჩრდილოეთ ინდოეთს მოედო თუმცა აჯანყებულები მაინც დამარცხდნენ.
აჯანყების სემდეგ ზოგიერთი ინდოელი პრინცი მდიდრულ სასახლეებსი ცხოვრებას განაგრძობდა, მაგრამ მათ ძალაუფლება აღარ ჰქონდათ. ინდოელთა უმრავლესობა ისევ ღარიბულად ცხოვრობდა და მათი უდიდესი ნაწილი ბრიტანელსბ ემსახურებოდა.
ინდოეთში ბრიტანელებს გზები და რკინიგზა გაჰყავდათ, აშენებდნენ სკოლებს, სადაც ინდოელებს ინგლისურს ასწავლიდნენ. ინდოეთში ჩასული ქრისტიანი მისიონერები ინდოელების გაქრისტიანებას ცდილობდნენ.
მე-19 საუკუნის 80-იანი წლებისთვის ინდოეთში მრავალი ბრიტანული ოჯახი ცხოვრობდა. ისინი ბრიტანული ცხოვრების წესის შენარჩუნებას ცდილობდნენ, მაგრამ ინდური კულტურის გავლენა მათზე დიდი იყო. ბრიტანელები ინდოეთში 1947 წლამდე, ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე დარჩნენ. პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ინდოეთს ბრიტანელები მართავდნენ, რაჯი ეწოდება.