სიახლეში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს.
10. ყველაზე ძვირად შეფასებულ ფეხბურთელთა შორის ახალგაზრდა ნახევარმცველი მარიო გიოტცე, რომელიც სულ ახლახანს შეუერთდა მიუნხენურ კლუბს, მეათე ადგილს იკავებს. მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.
9. ამ ათეულის მეცხრე ადგილს კი სანკტ პეტერბურგის ზენიტის ბრაზილიელი ფეხბურთელი ჰალკი იკავებს, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც თითქმის 45 მილიონი ევროა.
8. მერვე ადგილზე კი წითელი ეშმაკების ინგლისელი თავდამსხმელი უეინ რუნი იმყოფება. ამ ფეხბურთელის შესაძენად არანაკლებ 50
მილიონია საჭირო.
7. მეშვიდე ადგილს ბარსელონას ახალწვეული ნეიმარი იკავებს რომლის ყიდვაც კატალონიელებს 57 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ნეიმარის პრეზენტაცია კამპ ნოუზე
6. მეექვსე ადგილი კი ატლეტიკოს ყოფილ და მონაკოს ახლანდელ ფეხბურთელ რადმელ ფალკაოს ერგო. მისი ტრანსფერისთვის საწყისი ფასი 60 მილიონი ევროა.
5. მიმდინარე სატრანფერო ფანჯარაზე ედისონ კავანის ტრანსფერი საკმაოდ ძვირადღირებული აღმოჩნდა. იგი მეხუთე ადგილს იკავებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.
4. მეოთხე ადგილზე კატალონიელთა მერვე ნომერი ანდრეს ინიესტა მოხვდა. მის შესაძენად არანაკლებ 65 მილიონი ევროა საჭირო
3. სიის მესამე ადგილზე კი უელსელი ვარსკვლავი გარეტ ბეილი იმყოფება რომლის რეალში ტრანსფერიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დადასტურდება. მისი ფასიც ასევე 65 მილიონი ევროა.
2. მეორე ადგილზე მადრიდის რეალის პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდუა. ეს ფეხბურთელი 100 მილონ ევროდ არის შეფასებული.
1. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კი რათქმაუნდა ლიონელ მესია. 4 გზის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის
საწყისი სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონი ევროა.