ეგვიპტე, თავისი უძველესი ცივილიზაციიდან შემორჩენილი მონუმენტებით დღეს უამრავ ადამიანს იზიდავს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. უძველესი ქალაქი ლუქსორი თებეს ნაწილს წარმოადგენდა. ის სიცოცხლისა და სიკვდილის ქალაქებს შორის მდებარეობს. სიცოცხლის ქალაქი მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება, ხოლო სიკვდილის ქალაქი კი დასავლეთიდან.
ახალი სამეფოს პერიოდში ლუქსორი დედაქალაქი იყო. ქალაქის მნიშვნელობა მეთერთმეტე დინასტიის მეფობის დროს გაიზარდა, ის გახდა ხელოვნების, სიბრძნის, რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. ლუქსორი ამონ-რას ქალქად ითვლება, მან რელიგიური ცენტრის სტატუსი ბერძნულ პერიოდამდე შეინარჩუნა.
დღეს ლუქსორი ძველი და ახალი ტაძრების ნაზავია. რადგან ის ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს, სავსეა მუზეუმებით. ლუქსორის ტერიტორიაზეა ცნობილი მეფეთა ველი და რამზესის მუზეუმი. ქალაქის მოსახლეობა 134000-ია, მათი უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული ხოლო ახალგაზრდობა კი სასტუმროებასა და ტურისტულ ცენტრებში მუშაობს.
ლუქსორში ყველაზე პოპულარული გასართობი მოტოციკლით სეირნობაა, ვიწრო ქუჩებში, სადაც მუდამ უამრავი ხალხი მოძრაობს.
შეერთებული შტატების ქალაქ ლას ვეგასში ეგვიპტური ლუქსორის მიხედვით ააშენეს სასტუმრო, სადაც ეგვიპტური მონუმენტებისა და ქანდაკებების ასლებია გამოყენებული.