იტალიის ალპებში მდებარეობს სასტუმრო, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე საშიშ და სახიფათო სასტუმროდ მთელ მსოფლიოში. ერთი ნაწილი ჩამოკიდებულია ფრიალო კლდეზე, რომელთა სიმაღლე დაახლოეით ზღვის დონიდან 300 მეტრ სიმაღლეზეა; აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთის მასივი აგებულია კრისტალური ფიქლებითა და გრანიტით, რომელიც დედამიწის ქერქის სიღრმეში წარმოიქმნა.
სასტუმროს შეუძლია მისცეს თავშესაფარი 12 ალპინისტს, რომელთაც აქვთ დასახული მიზნად, დასავლეთ ევროპის, ალპების ყველაზე მაღალი მწვერვალი მონბლანის დაპყრობა.
სასტუმროს სახელი დაერქვა ცნობილი იტალიელი მთამსვლელის, ჯუსტო ჯერვაზუტის (Dzhervazutti Giusto) პატივსაცემად; ექსპერტები თვლიან, რომ ამ ადგილს შეუძლია ალპინისტების სიცოცხლის გადარჩენა , რომლებსაც თავს წაადგათ უამინდობა ამ ადგილებში ან დაიკარგნენ სიბნელეში.
სასტმროს დიზაინი იტალიურ კომპანია Leap Factory-ს ეკუთვნის. სასტუმროს მშენებლობაზე დაიხარჯა 250 000 ევრო. აქ ბევრი სამშენებლო მასალები ჩამოტანილ იქნა ვერტმფრენით.
ღამის გათევება სასტუმროში დაგიჯდებათ მხოლოდ 30 ევრო.
სასტუმრო ენერგიას მზისგან იღებს და ამ ენერგიით ოთახები თბება და შეიძლება ნებისმიერი ტექნიკის დატენვაც. იტალიის ალპების სასტუმროში არის 12 საწოლი მთასმვლელბისათვის ,სამზარეულო თავისი სათავსოებით და მისაღები;
მოლბანი, ეს მწვერვალი, რომლის დალაშქვრასაც აპირებენ ამ სასტუმროს ალპინისტები მდებარეობს დასავლეთ ალპებში-საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე და სიტყვასიტყვით ნიშნავს „თეთრ მთას“. მწვერვალი „თეთრი მთა“ ყვბელაზე მაღალია დასავლეთ ებვროპაში, ხოლო მე-11 ადგილი უკავია მთელ მსოფლიოში.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ მოლბანის კალთის ძირში მდებარეობს განთქმული სამთო-სათხილამურო კურორტი შამონი, სადაც ისტორიაში პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართა.