ნატაშა მორაეს დე ანდრადე- Natasha Moraes de Andrade – გოგონას რიო-დე -ჟანეიროდან ეხლახანს შეუსრულდა 12 წელი (ბრაზილია). ნატაშა ძალიან დაიღალა თავისი თმის მოვლით – მას მინიმუმ 5 საათი სჭირდება თმის დაბანისათვის და დავარცხნისათვის, რომელიც ცხოვრებაში არასდროს შეუჭრია; და ერთ „მშვენიერ“ დღეს, გადაწყვიტა და წავიდა საპარიკმახეროში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ გაკვირვებული დალაქის სახე, ვისთანაც მივიდა კლიენტი მეტრანახევრიანი სიგრძის თმით?
ნატაშას თქმით, მან ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა შეეჭრა თავისი დალალები, რადგანაც მათ მოვლას სჭირდებოდა დაახლოებით ნახევარი დღე, რაც ხელს უშლიდა ნორმალური ცხოვრებისათვის;
ხოლო 5000 დოლარად, რომელიც ნატაშამ იშოვა თავისი დალალებით, მისმა ოჯახმა, რომელსაც ძალიან უჭირდა ფინანსურად, მოახერხა გამოსვლა „ჯურღმულიდან“
და დაბინავდნენ ნორმალურ სახლში. ასე რომ, რა არ ხდება ამ ქვეყანაზე, ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ გაყიდო 1,6 მეტრი სიგრძის თმა და შეიძინო კეთილმოწობილი ბინა…