სამედიცინო ტერმინოლოგია. ნაწილი # 1.
დღეს გაგაცნობთ სამედიცინო ტერმინოლოგის ძირითად სიტყვებს და მათ ახსნას. იმედია დაგაინტერესებთ.
#1 აბსცესი -შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთება.
#2 აგონია – სიკვდილისწინა მდგომარეობა.
#3 ადენომა – ჯირკვლოვან ორგანოებში მომრგვალო ფორმის, პარკში გახვეული კეთილთვისებიანი სიმსივნე.
#4 აზოოსპერმია – სათესლე სითხეში სპერმატოზოიდების უქონლობა.
#5 ათაშანგი ( სიფილისი ) – ქრონიკული ვენერიული დავადება.
#6 ათეროსკლეროზი – გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადება.
#7 ალბინიზმი – ნორმალური პიგმენტაციის უქონლობა.
#8 ალერგია – შეცვლილი მგრძნობელობა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ.
#9 ალომეტრია – სხეულის ნაწილების არათანაბარი ზრდა.
#10 ამბილიოპია – მხედველობის დაქვეითება.
#11 ამებიაზი – მსხვილი ნაწლავებისა და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადება რომელსაც იწვევს პარაზიტული ამება.
#12 ამენორეა – თვიურის უქონლობა.
#13 ამნეზია – მეხსიერების დაკარგვა.
#14 ამპუტაცია – რომელიმე ორგანოს ან ნაწილის მოკვეთა.
#15 ანალგეზია – ტკივილის შეგრძნების დაკარგვა.
#16 ანგინა – ხახის ლიმფოიდური ქსოვილის ანთება.
#17 ანგიონევროზი – სისხლძარღვთა ინერვაციის მოშლა.
#18 ანევრიზმა – სისხლძარღვთა ინერვაციის ფუნქციური მოშლა.
#19 ანემია – სისხლნაკლულობა.
#20 ანესთეზია – გაუტკივარება.