მარწყვი
მარწყვიი… ეს ჩემიი საყვარელი ხილია… რომელიც მთელიი ზამთრის
განმავლობაშიძლიერ მენატრებოდა და მინდებოდა,
ამიტოომ გადავწყვიიტე დიდი ნოსტალგიის შემდეეგ დამედო პოსტი მარწყვზე…
მარწყვის მოყვარელუებს შემოგთავაზებთ რამოდენიმე რეცეფტს..
მარწყვის სუფლეს რეცეპტი.
მოსამზადებლად გვჭირდება:
1.250გრ -შაქარი
2.5 კვერცხის ცილა
3.250გრ-ასატქვეფი ნაღები
4.550გრ-მარწყვი
5.ნახევარი ლიმონი
მომზადეის წესი კი ასეთია..:
ცილისგან ვაკეთებთ მკვრივი ბეზეს, შემდეგ ვურევთ ნელა შაქარს რათა კარგად გაიხსნას. მიღებული მასა დავდგათ ორთქლზე და გავაგრძელოთ თქვეფა სანამ ბეზე გახდება მბზინავი , შემდეგ გადმოვდგამთ და შევაგრილებთ.
გარეცხილ გასუფთავებული მარწყვი გავთქვიფოთ კარგად და შევურიოთ ლიმნის წვენი .
ავთქვიფოთ ნაღები კარგად, უნდა მივიღოთ კრემი, შემდეგ შევურიოთ მარწყვის პიურე და ბეზე.გავანაწილოთ შესაბამის ჭურჭელში(ინდივიდუალურად) და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. მირთმევის წინ გავაფორმოთ მარწყვით და მოხალული ნუშის ნატეხებით (შეგვიძლია ალუბალიც გამოვიყენოთ მარწყვის მაგივრად ) .
და თქვენ რომელი ხილი გიყვართ???