დაფიქრდით თურმე რა იოლი ყოფილა ზოგჯერ თავი ბედნიერად იგრძნოთ
ეს ქალებისთვისაც საინტერესოა და მამაკაცებისთვისაც.ეს ქალებსაც დაეხამრება და მამაკაცებსაც.თუ მიგაჩნიათ,ცხოვრებამ ხიბლი დაკარგა და ის აღარ არის მშვენიერი,წაიკითხეთ რამდენი მიზეზი არსებობს იმისათვის,რომ ხშირად იგრძნოთ სიხარული.მით უმეტეს,იყოთ ბედნიერი და დატკბეთ სიცოცხლით. ცხოვრება წვრილმანებისგან შედგება და სწორედ ეს წვრილმანი სიხარულია მთავარი.მაგალითად
”საცობში” გაჭედილი ხვდებით,რომ სულაც არ გაგვიანდებათ,რადგან სახლიდან ერთი საათით ადრე გამოხვედით
როცა დაღლილს,დაქანცულს დივანზე ჩაგეძინებათ და საყავრელი ადამიანი პლედს მოგაფარებთ
როცა ლიფტი დაუგვიანებლად მოდის,ხელები კი უამრავი პარკით გაქვთ დატვირთულ-გადამძიმებული
ჭამო ის,რაც მართლა ძალიან გინდა და ოდნავადაც არ გაგელვებდეს,ზედმეტი კილოგრამები
გაგეცინებათ და ბოლოს და ბოლოს,გაიხადოთ ფეხსაცმელები,რომლებიც არანოარმალურად გიჭერდათ,მთელი დღის განმავლობაში: )
სიხარულის მომგვრელია ყოველივე ის,რაც თუნდაც წამით გვაბრუნებს ბავშვობაში
სიხარული უბდა იგრძნო მძიმე სამუშაო გრაფიკის მიწურულს,მით უმეტეს,თუ იცი,რომ weekend-ს ისე გაატარებ,როგორც დაგეგმილი გქონდა
პატარა,ძალიან პატარა სიხარულია,როცა მოხარშული კვერცხი ადვილად იფცქვნება: ))
როცა არანორმალურად გშია და შეკვეთილი კერძი ოფიციანტს გამაოგნებლად სწრაფად მოაქვს
როცა ისინიც გილოცავენ დღესასწაულს და დაბადების დღეს,ვისაც არ იცნობ
მოგივა მესიჯი,რომელსაც დიდხანს,ძალიან დიდხანს ელოდი…
პატარა სიხარულია,მაგრამ მნიშვნელოვანი,როცა იღვიძებ და ხვდები,რომ, გარეთ მშვენიერი ამინდია,ჯანმრთელად ხარ და გაქვს უამრავი შესაძლებლობა იყო ბედნიერი!
p.s.როგორც ხედავთ სულ მცირე წვრილმანებსაც კი შესწევთ ძალა გვაგრძნობინონ ბედნიერება
წყარო: tbiliselebi.ge