გართობა

მძიმე და მსუბუქი საგნები ვარდება ერთნაირი სისწრაფით

ვიდეოს უყურეთ ბოლომდე ისე დასკვნას ვერ გამოიტანთ.

მიწაზე დაცემისა მანქანის და ბორბლის სიმძიმის ცენტრები ეცემიან ერთად

რომელიღაც პოსტის კომენტარებში დაობდნენ რომ მძიმე საგანი მსუბუქზე სწრაფად ვარდება დედამიწაზე. მსოფლიო მიზიდულობის კანონის მიხედვით მიზიდვის სისწრაფე დამოკიდებულია ორი საგნის მასაზე (ფორმულა ზუსტად არ მახსოვს). ამ კონკრეტულ შემთხევაში დედამიწის და იმ საგნის მასაზე რაც დედამიწაზე ვარდება. დედამიწის მასა იმდენად დიდია რომ ვარდნილი საგნის მასას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დედამიწა ყველას ერთნაირ G აჩქარებას ანიჭებს.

დამტკიცება: დავუშვათ მძიმე უფრო სწრაფად ვარდება. თუ მძიმეს და მსუბუქს ძაფით გადავაბავთ მაშინ მსუბუქი მძიმის ვარდნის სისწრაფეს შეანელებს ხოლო მძიმე მსუბუქის სიჩქარეს ააჩქარებს და ერთად დაახლოებით ამ ორი საგნის დედამიწაზე ვარდნის სიჩქარეების საშუალო სიჩქარით დაეშვებიან. ან ეს ორი საგანი რახან ძაფითაა გადამბული ერთ საგნად ითვლება (იკრიბება I დაII საგნის მასები) და კიდევ უფრო სწრაფად დაეშვება დედამიწაზე ვიდრე პირობის დასაწყისში ნახსენები მძიმე საგანი. რომელია ამ ორი ვარაუდიდან მართალი? (ამ კითხვაზე პასუხი გამცეს (თავისი დამკიცებით) იმან ვინც ფიქრობს რომ მძიმე საგანი უფრო სწრაფად ვარდება.)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button