გასართობისაკითხავისურათები

მსოფლიოს უდიდესი სტადიონი “მარაკანა”

769eb759d026

მსოფლიოში ნამდვილად ცოტა ისეთი სტადიონი, რომელიც აღტაცებაში მოგიყვანს და იქ ყოფნა სიამოვნებას მოგანიჭებს. იყო დრო, როდესაც ამ სტადიონზე 200 ათასი გულშემატკივარიც კი ეტეოდა…

იყო დრო, როდესაც მასზე დიდი სტადიონი არ არსებობდა. სად? ულამაზეს ქვეყანაში, რომელსაც აქვს კარნავალი, კოპაკაბანა და აქვს ფეხბურთი, ფეხბურთი და ისევ ფეხბურთი. დიახ, ეს ქვეყანა ბრაზილიაა, სტადიონი კი „მარაკანა”.
სტადიონი აშენდა 1950 წელს და მისი მიზანი იყო იმავე წლის ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისთვის ემასპინძლა. ეს არის სტადიონი რიო დე ჟანეიროს გულში.
ამ სტადიონზე ბევრ დიდ ფეხბურთელს უთამაშია, ისეთებს როგორებიც არიან პელე, გარინჩა, ზიკო, რომარიო… მათ უთამაშიათ გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ…
სტადიონზე მუშაობა 1948 წელს დაიწყო და მასზე 10 ათასი მუშა მუშაობდა, სურვილი იმდენად დიდი იყო იმისა, დროულად აეგოთ სტადიონი, რომ რიოში ძლიერ სიცხეშიც კი მუშაობდნენ.
როდესაც სტადიონის მშენებლობა დასრულდა, მის შესახებ ადგილობრივი პრესა წერდა, რომ ბრაზილიას მსოფლიოში ყველაზე დიდი სტადიონი ჰქონდა.
პირველი შეხვედრა 1950 წელს გაიმართა. ცხადია, მასზე მასპინძელთა უდიდესმა გუნდმა ითამაშა. მაშინ ბრაზილიის ნაკრების სათავეში ფლავიო კოსტა გახლდათ და მას მართლაც დიდი გუნდი ჰყავდა.
ბრაზილია ამ ტურნირის ფავორიტად ითვლებოდა და მართლაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გავიდა ფინალში, სადაც მისი მეტოქე ურუგვაის ნაკრები გახლდათ. ურუგვაიც ძლიერი ნაკრები იყო იმ დროს, ბრაზილიელებს კი ურუგვაელების საერთოდ არ ეშინოდათ, არადა…
ფინალური შეხვედრა 1950 წლის 16 ივლისს შედგა. სტადიონზე 174 ათასი გულშემატკივარი მივიდა. ამ შეხვედრას ესწრებოდა ჟოაო აველანჟი, — 1974 წლიდან 1988 წლამდე ფიფას პრეზიდნეტი.
როდესაც ფრიაკამ მასპინძელბი დააწინაურა, სტადიონი კინაღამ დაინგრა. მერე ამბობდნენ, არქიტექტორი ამ გოლმა კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანაო და თურმე ლოცულობდა, ნეტავი 1:0 დასრულდეს ეს შეხვედრაო.
არა, სტადიონი მყარად იყო აშენებული და არც არაფერი უნდა მომხდარიყო, მაგრამ შეხვედრა 1:0 არ დასრულებულა. ჯერ სკიაფინომ, ხოლო შემდეგ ჩიჯიამ ორი გოლი გაიტანეს ბრაზილიის ნაკრების კარში და „მარაკანა” დაადუმეს. ეს იყო ბრაზილიური ფეხბურთის, ყველაზე ტრაგიკული მომენტი, მათ შინ წააგეს მსოფლიოს ჩემპიონობა. აღარავის ახსოვდა არც მარაკანა, არც მისი ტევადობა. ხალხი ტიროდა.
„ხალხი ტიროდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ამ დღეს დიდი ზეიმი უნდა მოეწყოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. მათი ოცნება ქარმა წაიღო”
„მარაკანა” ხშირად მასპინძლობდა მნიშვნელოვან შეხვედრებს, ხოლო ამ სტადიონზე თამაშის პატივი ჰქონდა — „ფლუმინენსეს”, „ფლამენგოს”, „ბოტაფოგოს” და „ვასკო და გამას”.
1969 წლის 19 ნოემბერი იყო, როდესაც ფეხბურთის მეფედ წოდებულმა პელემ თავისი მე-1000 გოლი გაიტანა, როდესაც „სანტოსი” „ვასკო და გამას” ხვდებოდა.
როდესაც პელემ გოლი გაიტანა ასობით გულშემატკივარი გადავიდა მინდორზე, პელეს ფოტოგრაფები შემოეხვივნენ და სურათებს უღებდნენ.
კიდევ ერთი ამაღელვებელი მომენტი 1983 წელს დადგა. 20 იანვარი იყო, კიდევ ერთხელ დადუმდა „მარაკანა” და ისევ ცრემლად იღვრებოდა. ამ დღეს სტადიონიდან უამრავმა გულშემატკივარმა უკანასკნელ გზაზე გააცილა უდიდესი ბრაზილიელი ფეხბურთელი — გარინჩა.
სტადიონის დაარსებიდან 50 წლის გასვლის შემდეგ, „მარაკანამ” უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლა.
„მარაკანა” განსაკუთრებული ადგილია ბრაზილიელებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ჩემთვის. სწორედ იქ გავიტანე ჩემი პირველი გოლი არგენტინის წინააღმდეგ. აქ გავიტანე ჩემი მე-1000 გოლი. ამ სტადიონზე უამრავ ფეხბურთელს უთამაშია. აქ სულ სხვა აურა და განწყობაა”, — იხსენებდა პელე.
პირველი გოლი „მარაკანზე” გაიტანა დიდიმ. რიო საო პაულეს ხვდებოდა.
სტადიონის ინჟინერი გახლდათ პაულო პინ ჰეირო გუიტიესი.
ფრენეკ სინატრა, როლინგ სტოუნზი და მადონა ის მომღერლები არიან, რომელთაც „მარაკანზე” იმღერეს. იოანე პავლე მეორეც გახლდათ სტადიონზე მისული.
„მარაკანას” ეწოდება ესტადიო ჯორნალისტა მარიო ფილიო. ეს პიროვნება სპორტული ჟურნალისტი გახლდათ და მის პატივსაცემად შეარქვეს ამ არენას ეს სახელი.

5169ec9d3dd3

3c3f2747f2b1

c6e6fbf55409

e8d91e7e1ae1

მემგონი ცუდი ჰოსტი არ უნდა იყოს არააა? ;) ;) ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close