საკითხავისასარგებლო

ორი ქართველი გოგოს საუბარი


ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე რას ფიქრობენ,რაზე ოცნებობენ,რაზე საუბრობენ ქართველი გოგოები,სულ მიმაჩნდა რომ მათი ყოველდღიური, ჩვეულებრივი ქცევა თუ ლაპარაკი,კარგად ფარავდა მათ ნამდვილ აზრებსა და ქცევებს.

ეს ბევრჯერ მითქვამს ახლობლებთან ან უბრალოდ სუფრაზე ძმაკაცებთან,ზოგი მეთანხმებოდა,ზოგჯერ კი კრიტიკის საგანი ვხდებოდი,თუმცა ვერანაირი კრიტიკა ვერ შემაცვლევინებდა აზრს,მტკიცებულება არასოდეს მიძებნია,მაგრამ,როდესაც შენდაუნებურად ხდება ეს და მტკიცებულებაც სახეზეა,უფრო მყარად რწმუნდები საკუთარ თავში,მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ……..
ზუსტად 4 დღის წინ ვარკეთილიდან სახლში ვბრუნდებოდი,ჩემთვის ვიჯექი ავტობუსის ალბათ ორი წლის გაუწმენდავ ფანჯარასთან,რომ სამი გოგო ამოვიდა ავტობუსში,ყველაზე კარგად გამოიყურებოდა ეგრეთწოდებული ოთხადგილიანი დასაჯდომი და ისინიც ჩამოსხდნენ,(ავტობუსი თითქმის ცარიელი იყო,თუ არ ჩავთვლი საკუთარ თავს და კიდევ ერთ მოხუც კაცს)ეს ადგილი კი ზუსტად ჩემს წინ იყო,პირველი 5 წუთიანი საუბრიდან გავიგე რომ ერთ ერთს საფრანგეთიდან სუნამო გამოუგზავნეს,მოკლედ ათას ქალურ რაღაცაზე ილაპარაკეს,მათი შემდგომი დიალოგი კი დაახლოებით ასეთი იყო,ვეცდები როგორც შევძლებ ზუსტად გადმოვცე ყველაფერი.

-რა ხდება შენთან და ვახოსთან? ისევ ძველებურად? ქერათმიანი ეკითხება შავთმიანს.

-კი ისევ ისეა,პროსტა გიორგი ისევ მაწუხებს,ვერც ვახომ და ვერც ჩემმა ძმამ ვერ გააგებინეს ვერაფერი.

-ეხლა რაღა უნდოდა?

-,,პადიეზდთან” დამხვდა ყვავილებით,ისე მომიშალა ნერვები.თან რამე ნორმალური მაინც მოჰქონდეს, ,,კოლმეურნეობაზე ნაყიდი ყვავილები” (ამაზე გაიცინეს)

-აუ ეგ ,,ტიპი” სად მუშაობს?

-რომელიღაც კაზინოს დაცვაში იყო მგონი.

-ანუ 250 ლარი თვეში და რამე?

-ხო,ხო, (ამაზეც გაიცინეს)

-ისე რაო რა გითხრა? რა უნდოდა? ისევ ეს ქერა ეკითხება.

-რა ვიცი,მიყვარხარ,უშენოდ არ შემიძლიაო,რატომ მაწვალებო,იმ (მე ბოდიშით ამ სიტყვაზე-ავტორის შენიშვნა) ნაბიჭვარს აღარ ვჯობივარო?

-ვახოზე ამბობდა?

-ხო ალბათ.

-გარეგნობით ჯობია ისე ვახოს ხო? სენტიმენტის ნაპერწკალი გაკრთა ქერათმიანის ხმაში.

-ნუ გარეგნობით ალბათ კი მაგრამ,რა თავში ვიხლი მაგას,თუნდაც ვუყვარდე,სან ზონაში 250 ლარიან ხელფასზე ცხოვრებას ნამდვილად არ ვაპირებ.

-ხო,ისე……დაეთანხმა ქერა.

-ისე ხო ლამაზია? და დავინახე რომ სკამზე წინ გადაიწია შავთმიანი.

-აუ რა მაგრებია..ეგ იმ დღეს გაჩუქა ვახომ ბათუმიდან რო ჩამოხვედი ხო?

-აჰა,დაეთანხმა შავთმიანი.

-აუ ნეტა მეც მყავდეს მასეთი ,,პაკლო” პროსტა რაა,მაგრად გაგიმართლა.

-დამსახურება უნდაო ჩაიბურტყუნა შავთმიანმა.

კიდევ რაღაც რაღაცეებზე ილაპარაკეს,ბოლოს თქვეს არ გავცდეთ თორე მერე რა გაივლის იმხელა აღმართსო და ჩავიდნენ.

პ.ს. შევეცადე ზუსტად გადმომეცა ყველაფერი,მაგრამ თუ რამე სიტყვა ზუსტად არ მახსოვს,ეს არანაირად არ ცვლის მათი საუბრის შინაარსს.

წყარო: შემთხვევითობა….

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close