უცნაური

რწმენით განკურნება

8590ba998610
ალბათ გაგიგიათ ფრაზა, ადამიანი თავის ძალებს თუ ირწმუნებს შეუძლია მთა გადადგასო. ადამიანს ყველაფერი შეუძლია და შეუძლებელი არაფერიაო. ეს ყველაფერი ჩვენს სიძლიერეს უსვამს ხაზს, მაგრამ რა არის საჭირო,რათა ყოველივე ეს ზემოთ ჩამოთვლილი რეალობაში განვახორციელოთ? ამბობენ, რომ რწმენა. არის კი ეს უკანასკნელი საკმარისი ან საერთოდ რაიმე შედეგის მომტანი და როგორია მკურნალობის პროცესი,რომელმაც სამედიცინო საშუალებას მხოლოდ ერთი იარაღი, რწმენა დაუკავშირა.

როცა ადამიანი ცუდადაა, ის მეციდინას მიმართავს, მაგრამ რას აკეთებენ გადადებული, ესეიგი უიმედო ავადმყოფები? ზოგიერთი ბედს ემორჩილება, მაგრამ მეორე ნაწილი თურმე ბრძოლას განაგრძობს. ამ ბრძოლას თავისი წესებიც აქვს და ამას მალე დავინახავთ.

რწმენით განკურნება ყველაზე მეტად ქრსიატიანობაშუა გავრცელებული. ზოგი ირწმუნება, რომ ამ ფენომენის შესახებ ახალ აღთქმაშია მინიშნებები,ასეთი ადამიანები თავს დებენ, რომ რწმენას ნამდვილად შეუძლია განკურნოს სიბრმავე, კიბო, შიდსი, ართრიტი, ანემია და სხვა ათასი ჯურის დაავადება.

რწმენა ჰგავს ელექტროობას, შენ მას ვერ ხედავ, მაგრამ სამაგიეროდ ხედავ სინათლეს. მაგრამ იქნებ რწმენა რეალობისთვის თვალის არიდების საშუალება და ფუჭი იმედია?
ასეა თუ ისე მკურნალებმა (იგულისხმება რწმენით მკურნალობა) უკვე საკმაოდ მოიკიდეს ფეხი. ისინი ლაპარაკობენ ღმერთის სახელით, მანიპულირებენ ხალხით, სარგებლობენ მათი ნდობით, არიან პოპულარულები, ჰყავთ თავიანთი მიმდევრები, აქვთ ბევრი ფული, ხალხს მათი უსიტყვოდ სჯერა და დარწმუნებულნი არიან, რომ მკურნალი შუამავალია ადამიანებსა და ღმერთს შორის.

ერთადერთი რამ, რაც ჯანმრთელობის კვლავ დასაბრუნებლად მოგეთხოვება ეს რწმენაა, თუმცა ეს მოთხოვნა რიტუალის მხოლოდ გარეკანზეა გამოსახული, მეორე მოთხოვნაც არსებობს, ეს ფულია. უცნაურია, აგრამ რატომღაც სულ უფრო ხშირად კვეთს ერთმანეთს ცნება ღმერთი და ფული.

საინტერესოა კითხვა, თუ რა საჭიროა თავად მკურნალის არსებობს,როდესაც განკურნების მთავარ კომპონენტად რწმენაა მიჩნეული. ერთ-ერთმა მკურნალმა კითხვას პასუხი გასცა და თქვა, რომ იგი შუამავალია, ღმერთის ნებას, სიტყვებს გადასცემს ადამიანებს. რა იგულისხმება ამ შუამავლობაში?
აი როდესაც ერთ-ერთ სამკურნალო პროცესს დაესწრებით, ტუნდაც ვირტუალურად, დაინახავთ რა არის შუამავლობა, სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ხალხისთვის ფულის გამოძალვა, ვითომდა შემოწირულობის სტატუსით. მკურნალის ასისტენტები არიგებენ ხალხში სპეციალურ ბლანკებს, სადაც უნდა მიუთითონ თავიანთი ანგარიშის ნომრები, გადასარიცხი თანხა და ხელმოწერა. ამის შემდეგ კი იწყება ,,განკურნების” პროცესი.

ზოგჯერ პაციენტს იმხელა რწმენა უჩნდება, რომ არაა გამორიცხული იმ მომენტში სასწაული მართლა მოხდეს, თუმცა ეს ყველაფერი ხშირად განკურნებისგან ძალიან შორს დგას. ზედმეტი რწმენისგან პაციენტის განკურნების მაგალითებს ფსიქოლოგიაც იცნობს და ყველას გაგვიგია ალბათ პლაცებოს ეფექტი, მცირე ინფორმაცია იხილეთ აქ:

ბმული

რა ხდება, როდესაც რწმენით მკურნალობას შედეგი არ აქვს? ამას თავად მკურნალები ორი მიზეზით ხსნიან: ან პაციენტს საკმარისი რწმენა არ ჰქონდა, ან კიდევ პროცესში ისე არ იყო ჩართული როგორც საჭიროა.

თავად პროცესიდან კადრების სანახავად, ასევე ცნობილ მკურნალთან საუბრის მოსასმენად უნდა უყუროთ ამ დოკუმენტურ ფილმს, ძალიან საინტერესოა სხვათაშორის.

შემდეგ ალბათ კონკრეტულ მკურნალებზე დავდებ ინფორმაციას.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button